პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს „ნაცმოძრაობის“ დროინდელ არცერთ თანამდებობის პირს კორუფციაზე ბრალი წარდგენილი არ ჰქონია


საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციაზე ბრალი არ ჰქონიათ, სიმართლეს არ შეესაბამება.


მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი 9 მილიონ ლარზე მეტის მითვისებისა და გაფლანგვისთვის, რაც ელიტური კორუფციის დამადასტურებელი ფაქტია. გარდა ამისა, ის მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, ასევე სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმეებზე, რა ფაქტებზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც დაადგინა, რომ მართლმსაჯულება კონვენციის შესაბამისად განხორციელდა.


“ტყუილია, რომ ნაცმოძრაობის დროინდელ არცერთ თანამდებობის პირს კორუფციაზე ბრალი წარდგენილი არ ქონია.
სინამდვილეში: მიხეილ სააკაშვილი სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი, 9 მილიონ ლარზე მეტის მითვისებისა და გაფლანგვისთვის. სწორედ ეს არის ელიტური კორუფციის დამადასტურებელი ფაქტი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი, სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ასევე, სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმეზე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე და სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულება კონვენციის შესაბამისად განხორციელდა.”- განაცხადა არჩილ გორდულაძემ .

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციაზე: სიამაყით საუბრობენ 2003-2012 წლებზე და იმ დანაშაულებს ფაქტობრივად ხდიან საქილიკოდ – ხელს აწერენ იმას, რომ ნაცობა არის იდეოლოგიურად უკურნებელი სენი და გამოწვევა, რომელსაც ერთადერთი სამართლებრივი პასუხი შეიძლება გაეცეს და სწორედ ამ პროცესში ვართ ჩვენახლა

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: კოალიცა „ცვლილებისთვის“ არაფრით განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობისგან“. ერთობლივ ჯგუფებს ქმნიან და იმავე პოლიტიკის გამტარებლები არიან. მათაც ვედავებით იმავეს – კონსტიტუციური წყობილების დამხობას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და დამოუკიდებლობის ხელყოფას

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: არანაირ სინანულს არ გამოხატავენ წარსულში ჩადენილი ქმედებების მიმართ. პირიქით, საუბრობენ, რა კარგიიყო „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდი. ჩვენი კონსტიტუციური სარჩელი სწორედ ამას ეფუძნება, რომ ეს არის ძალა, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნისთვის და მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში იმავეს გაიმეორებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.