პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა, სინამდვილეში მან ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ქართული ოცნებისადმი გამოვლენილი უდიდესი მხარდაჭერის გამო დათმო

ტყუილია, რომ 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა და მიუხედავად მის ხელში დარჩენილი ბერკეტებისა, ქართული ოცნების მიერ ხელისუფლების განხორციელებისთვის ხელი არ შეუშლია, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ქართული ოცნებისადმი გამოვლენილი უდიდესი მხარდაჭერის გამო დათმო, ამასთან სააკაშვილი ხელისუფლების დათმობაში ამერიკელმა სენატორებმა დაარწმუნეს.

“სინამდვილეში: მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ქართული ოცნებისადმი გამოვლენილი უდიდესი მხარდაჭერის გამო დათმო. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების დათმობამდე სააკაშვილი რამდენიმე საათით ადრე 2 ამერიკელ სენატორს შეხვდა, რომლებმაც ის ხელისუფლების მშვიდობიანად დათმობაში დაარწმუნეს. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ სააკაშვილმა ხელისუფლება საკუთარი ნებით დათმო – აბსურდია.

გარდა ამისა, 2012 წლის შემდეგ სანამ სააკაშვილი ჯერ კიდე პრეზიდენტის პოსტს მცირე დროის განმავლობაში იკავებდა, მან საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში შექმნილი დრაკონული კანონების შეცვლასა და გაუქმებას ითვალისწინებდა, 13 ვეტო დაადო,” – აღნიშნა გორდულაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციაზე: სიამაყით საუბრობენ 2003-2012 წლებზე და იმ დანაშაულებს ფაქტობრივად ხდიან საქილიკოდ – ხელს აწერენ იმას, რომ ნაცობა არის იდეოლოგიურად უკურნებელი სენი და გამოწვევა, რომელსაც ერთადერთი სამართლებრივი პასუხი შეიძლება გაეცეს და სწორედ ამ პროცესში ვართ ჩვენახლა

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: კოალიცა „ცვლილებისთვის“ არაფრით განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობისგან“. ერთობლივ ჯგუფებს ქმნიან და იმავე პოლიტიკის გამტარებლები არიან. მათაც ვედავებით იმავეს – კონსტიტუციური წყობილების დამხობას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და დამოუკიდებლობის ხელყოფას

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: არანაირ სინანულს არ გამოხატავენ წარსულში ჩადენილი ქმედებების მიმართ. პირიქით, საუბრობენ, რა კარგიიყო „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდი. ჩვენი კონსტიტუციური სარჩელი სწორედ ამას ეფუძნება, რომ ეს არის ძალა, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნისთვის და მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში იმავეს გაიმეორებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.