პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: უკრაინაში ბოლო 3 წელიწადში აიკრძალა 22 პარტია, მოლდოვაში აიკრძალა 8 პარტია, ევროპაში ბოლო ათწლეულებში აიკრძალა 150 პარტია. არ გამოვა, რომ იქ პარტიების აკრძალვა დემოკრატიის წინსვლა იყოს და საქართველოში – უკუსვლა. ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციურ წესრიგს!

ევროპის მასშტაბით ბოლო ათწლეულების განმავლობაში 150 პარტიაა აკრძალული. ხოლო უკრაინაში აიკრძალა 22 პარტია, მოლდოვას მასშტაბით- 8. აქედან ოთხი მემკვიდრე პარტიის საქმიანობა აიკრძალა 2026 წლის ივლისში. აგენტურა „ნაცმოძრაობის“ სახით და მათ უკან მდგომი ძალები ცდილობენ საზოგადოებას შემოასაღონ ტყუილი, რომ უკრაინაში და მოლდოვაში, ასევე ევროპის მასშტაბით არააკონსტიტუციური, არასახელმწიფოებრივი პარტიების აკრძალვა არის დემოკრატიის ზეიმი, ხოლო საქართველოში ანალოგიური პარტიების აკრძალვა წარმოადგენს დემოკრატიულ უკუსვლას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე

გორდულაძის თქმით, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რაც მისაღებია უკრაინაში და მოლდოვაში, ეს დემოკრატიულ წინსვლად არის წარმოჩენილი, ხოლო საქართველოში ანალოგიური ქმედება, დემოკრატიის უკუსვლის სახით არის შემოსაღებული.

„მაშინ, როდესაც საზოგადოება იმსახურებს, რომ არააკონსტიტუციური პარტიების საქმიანობა იყოს აკრძალული საქართველოში ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ, დემოკრატიის უფლებაა, რომ საკუთარი თავი დაიცვას და რაც მთავარია, ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელი პარტიები და რეალურად აგენეტურა, სხვადასხვა ფორმით ჩამოყალიბებული, შეფასდეს სამართლებრივად, გასამართლდეს და აიკრძალოს. და კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ რაც არის მისაღები ევროპულ ქვეყნებში, რაც მისაღებია უკრაინაში და მოლდოვაში, ეს დემოკრატიულ წინსვლად არის წარმოჩენილი, ხოლო საქართველოში ანალოგიური ქმედება, ანუ არააკონსტიტუციური პარტიების აკრძალვა დემოკრატიის უკუსვლის სახით არის შემოსაღებული. ზუსტად იმავე ოპერიდან არის, როგორც რუსული კანონი. რომ გამჭვირვალობის კანონის მიღება თურმე შეუძლია საფრანგეთს, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღების რეკომენდაციას გასცემს ევროკავშირი, ხოლო საქართველოში ამავე კანონის მიღება ძირს უთხრის დემოკრატიას. საზოგადოება კი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და კიდევ ერთხელ რწმუნდება, რომ საქართველოში მიღებული კანონმდებლობა და ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები სრულად შესაბამისობაშია როგორც ევროპულ სტანდარტებთან, ასევე, რაც მთავარია, გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან და ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლის უზრუნველსაყოფად“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციაზე: სიამაყით საუბრობენ 2003-2012 წლებზე და იმ დანაშაულებს ფაქტობრივად ხდიან საქილიკოდ – ხელს აწერენ იმას, რომ ნაცობა არის იდეოლოგიურად უკურნებელი სენი და გამოწვევა, რომელსაც ერთადერთი სამართლებრივი პასუხი შეიძლება გაეცეს და სწორედ ამ პროცესში ვართ ჩვენახლა

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: კოალიცა „ცვლილებისთვის“ არაფრით განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობისგან“. ერთობლივ ჯგუფებს ქმნიან და იმავე პოლიტიკის გამტარებლები არიან. მათაც ვედავებით იმავეს – კონსტიტუციური წყობილების დამხობას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და დამოუკიდებლობის ხელყოფას

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: არანაირ სინანულს არ გამოხატავენ წარსულში ჩადენილი ქმედებების მიმართ. პირიქით, საუბრობენ, რა კარგიიყო „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდი. ჩვენი კონსტიტუციური სარჩელი სწორედ ამას ეფუძნება, რომ ეს არის ძალა, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნისთვის და მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში იმავეს გაიმეორებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.