ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲐᲮᲚᲐᲮᲐᲜ გურამ მაჭარაშვილი„ნაცმოძრაობისა და მისი განშტოებების მიმართ მათივე ამომრჩეველმაც იმდენად დაკარგა ნდობა, რომ შეიძლება ისინი პოლიტიკურად მხარს არ უჭერდნენ ხელისუფებას, თუმცა რადიკალურ პროცესებს - დამხობას, მთავრობის შენობაში შეჭრასა და კრიმინალურ ქმედებებს მკვეთრად ემიჯნებიან“ დღეს 3 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი3°C
  • ბათუმი7°C
  • ქუთაისი5°C
  • რუსთავი5°C
  • ზუგდიდი4°C
  • თელავი3°C
  • გორი2°C
  • ახალციხე0°C
  • ოზურგეთი6°C
  • ამბროლაური1°C
  • მესტია−5°C
  • ფოთი8°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 26 ნოემბერი
  • USD2.5919−0.0003
  • EUR2.8368+0.0025
  • GBP3.3884+0.0017
  • TRY0.0511−0.0001
  • 100 RUB3.1420−0.0141
  • AZN1.5249+0.0005
  • 1000 AMD7.1939+0.0033
  • 10 UAH0.5722+0.0008
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ29 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ17:33
ლადო სადღობელაშვილი

განცხადება · 178 ნახვა

„გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის“

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი, ნიკა გვარამიას განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ირონიულია, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას აკრიტიკებს ადამიანი, რომლის ხელმძღვანელობის დროსაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს სახელმწიფოს წინაშე ათეულობით მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანება დაუგროვდა.

სადღობელაშვილის თქმით, ივანიშვილი წლების განმავლობაში საკუთარი სახსრებით ეხმარებოდა პოლიციელებს, ჯარისკაცებს, პედაგოგებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, აფინანსებდა ისტორიული ძეგლების აღდგენასა და სხვადასხვა საზოგადოებრივ პროექტს.

„ნოდარ დუმბაძემ თქვა “ ადამიანს აქვს შუბლის ძარღვი, ის რომ გაუწყდება მერე „იოლია“ ძალიან ცხოვრება-ო…”

ამ შემთხვევაში გვარამიას “იოლ” ცხოვრებას ვერ ვპირდები”თ”, მაგრამ საზოგადოებას მინდა გავახსენო ამ ეგოცენტრისტის წარსული!

ეს ადამიანი როგორ ბედავს და ლექციებს როგორ გვიკითხავს? ან რატომ ვაძლევთ ამის საშუალებას?! ეს ქათამი რომლის ხელმძღვანელობის დროსაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა სახელმწიფოს წინაშე უზარმაზარი საგადასახადო დავალიანება (ათეულობით მილიონი ლარი) დააგროვა და ბიუჯეტში კუთვნილი ფული არ შეიტანა. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ასობით ათასობით ლარის-დოლარის ხელფასსა და პრემიებს უწერდა იმ ფონზე, როდესაც კომპანია ბიუჯეტის დავალიანებას ზრდიდა… და ახლა აი ეს ბიუჯეტის წურბელა თითს ბიძინა ივანიშვილისკენ იშვერს? ადამიანზე რომელმაც არა თუ გადასახადი არ გადაიხადა, საკუთარი თავის, ოჯახის და თუნდაც ქონების უსაფრთხოება დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ და ქვეყანა სააკაშვილ – გვარამიებისგან იხსნა!

– ბიძინა ივანიშვილი იხდიდა და იხდის ყველა კუთვნილ გადასახადს პირნათლად! მეტიც როდესაც სახელმწიფოს რესურსი არ ჰყოფნიდა, სწორედ პირადი რესურსებით და საკუთარი ჯიბიდან ეხმარებოდა პოლიციელებს, ჯარისკაცებს, პედაგოგებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს. ასობით აღდგენილი ისტორიული და კულტურული ძეგლი, ინფრასტრუქტურული პროექტები, პარკები, უნივერსიტეტები და საავადმყოფოები!

-ეს არ არის „საარჩევნო კამპანია“, ეს არის ათწლეულების განმავლობაში გაღებული უშურველი ქველმოქმედება საკუთარი ქვეყნისთვის, საიდანაც მას მოგება არასდროს მოუთხოვია.

– საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! ჩვენ კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის!“ – წერს სადღობელაშვილი.

ლადო სადღობელაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ლადო სადღობელაშვილი„მართლაც რთულია ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს უწოდო უღმერთო, თანაც იმის ფონზე რაც მათ ცალკეულად თუ ერთობლივად აქვთ გაკეთებული ჩვენი დედაეკლესიისთვის და სრულიად საქართველოს საპატრიარქოსთვის! ზოგადად მართლმადიდებლობის გასაძლიერებლად საქართველოში“
  2. ლადო სადღობელაშვილი„დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, ვიმედოვნებ, ეს პროცესი პრაგმატული შედეგების მომტანი იქნება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ეროვნული მიზნის - ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის საქმეში“
  3. ლადო სადღობელაშვილი„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენაა! თუმცა, განსაკუთრებით ყურადსაღებია ის „კოორდინირებული დუმილი“, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა, ეკონომიკის ექსპერტებმა, ბიზნესწრეებმა და ოპოზიციურმა მედიამ ამ თემის გარშემო აირჩიეს“
  4. ლადო სადღობელაშვილი„გუშინდელმა „ხალხმრავლობამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთადერთი, რაც ამ ოპოზიციას უხვად აქვს ჩრდილები და 4 ოქტომბრის მსგავსი სერიალების უსასრულო რიმეიქებია“