პოლიტიკა

გლობალური შიმშილის ინდექსით, საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა კი ევროპის უკანასკნელ სამეულშია

გამოქვეყნდა გლობალური შიმშილის 2026 წლის ანგარიში. კვლევის მიხედვით, უკიდურესი გასაჭირის გამომხატველი ეს პრობლემა შეფასებულია 4 ფაქტორით – მოსახლეობის არასაკმარისი გამოკვება; წონის კლება ბავშვებში; ბავშვების ჩამორჩენა სიმაღლეში და ბავშვთა სიკვდილიანობა.

გარდა ამისა ევროკომისიამ, მსოფლიოს მასშტაბით, იმ 98 ქვეყნის სია გამოაქვეყნა, სადაც მოსახლეობის შიმშილობა პრობლემას წარმოადგენს. პრობლემურ ქვეყნებს შორის ევროპიდან მხოლოდ სამი ქვეყანა მოხვდა – უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი.

კვლევას აწარმოებენ მსოფლიოს მოწინავე პროფილური საერთაშორისო შემფასებელი ცენტრები: “მოშიმშილეთა მსოფლიო დახმარების” ორგანიზაცია და “მშვიდობის და შეიარაღებული კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი”.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა 2026 წლის ანგარიშის მიხედვით, საუკეთესო ოცდაოთხ ქვეყნას შორის მოხვდა და პრობლემისგან თავისუფლებით პირველ პოზიციაზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკიდურესი სიღარიბის გამომხატველი ეს პრობლემა, საქართველოში მოწინავე დონეზე და დადებითად არის გადაწყვეტილი.

კვლევის თანახმად, 100%-იანი სისტემით საქართველოს შეფასება 5%-ზე დაბალია. რაც საუკეთესო მაჩვენებლად ითვლება.

ინდექსი 4 ფაქტორით ფასდება:

1. მოსახლეობის არასაკმარისი კვება: მოსახლეობის წილი, რომლებიც საკმარისი რაოდენობის კალორიებს ვერ იღებენ

2. წონის კლება ბავშვებში: ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების წილი, რომლებსაც აქვთ დაბალი სიმაღლე მათი ასაკისთვის, რაც ასახავს გამოკვების ქრონიკულ არასრულფასოვნებას;

3. ბავშვების ჩამორჩენა სიმაღეში: ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების წილი, რომლებსაც აქვთ დაბალი წონა მათი სიმაღლისთვის, რაც ასახავს არასაკმარისი კვების მწავავე პრობლემას.

4. ბავშვთა სიკვდილიანობა: ბავშვების წილი, რომლებიც იღუპებიან 5 დღემდე ასაკში, რაც ნაწილობრივ ასახავს არაადეკვატური კვებისა და არაჯანსაღი გარემოს ფატალურ ნაზავს.

კვლევის მიხედვით, საქართველოში არასაკმარისი გამოკვების დონე მოსახლეობის 2,5%-ზე დაბალია, წონის კლება ბავშვების 4,7%-ში შეინიშნება, ზრდაში ჩამორჩენის პრობლემა ბავშვების 0,6%-ს ეხება, 5 დღემდე ასაკის ჩვილთა სიკვდილიანობა 0,9%-ს შეადგენს.

ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველომ ევროპაში სარეიტინგო პოზიციის არსებითი გაუმჯობესება 2012 წლის შემდეგ დაიწყო. იმ დროს ქვეყანა გლობალური შიმშილის ინდექსით ევროპის უკანასკნელ ხუთეულში იმყოფებოდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.