პოლიტიკა

„როიტერი“ – პენტაგონმა ბალტიის ქვეყნებს რუსეთის მიმართ მკვეთრი განცხადებებისგან თავის შეკავებისა და რიტორიკის შერბილებისკენ მოუწოდა

პენტაგონმა ბალტიის ქვეყნებს რუსეთის მიმართ მკვეთრი განცხადებებისგან თავის შეკავება სთხოვა, — ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

როგორც სააგენტო წერს, პენტაგონის წარმომადგენლებმა ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით რიტორიკის შერბილებისკენ ნატო-ს რამდენიმე წევრ ქვეყანას მოუწოდეს. ამერიკელი ოფიციალური პირების განმარტებით, ევროპელი ლიდერებისა და თანამდებობის პირების ზოგიერთი განცხადება კონტინენტის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

„როიტერის“ წყაროები აცხადებენ, რომ საჯარო განცხადებებში თავშეკავებისკენ მოწოდება ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს შეეხო. ამასთან, უცნობია, გავრცელდა თუ არა მსგავსი გზავნილები ევროპის სხვა ქვეყნების მთავრობებზეც.

წყაროების ცნობით, ერთ-ერთი, ვინც მსგავსი გზავნილი გაავრცელა, იყო აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე ელბრიჯ კოლბი, რომელიც ევროპაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობის გადახედვის პროცესში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, კოლბიმ ცოტა ხნის წინ ბალტიისპირეთის ერთ-ერთ წარმომადგენელს განუცხადა, რომ რუსების პროვოცირება საჭირო არ არის. ამასთან, კოლბიმ მაგალითად მოიყვანა ევროპელი ლიდერების საჯარო განცხადებები, რომ რუსეთი „კუთხეშია მიმწყვდეული“.

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ამერიკელი ოფიციალური პირების ყურადღება მიიპყრო ევროპელი ლიდერების განცხადებებმა, რომ რუსეთი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა და სულ უფრო სასოწარკვეთილ ნაბიჯებს მიმართავს.

კიდევ ერთი წყაროს ინფორმაციით, ცალკე გამართულ შეხვედრაზე პენტაგონმა ესტონეთის დელეგაციას განცხადებებში „თავშეკავებისკენ“ მოუწოდა. ევროპელი ოფიციალური პირის განცხადებით, პენტაგონის რჩევები მეგობრული ტონით იყო ნათქვამი, თუმცა ამგვარმა მოწოდებებმა გაკვირვება გამოიწვია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თემურ გასვიანი „ტვ პირველს“: მოვითხოვ გასწორდეს ჩემ შესახებ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულ შესაძლებლობას გამოვიყენებ. მედიის თავისუფლება პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას არ ნიშნავს

პოლიტიკა

ევა გოცირიძე ლევან სამუშიას: ვფიქრობ, გარემოებები, რომ ერთი პარტია თანამშრომლობდა მეორესთან, ბრალდების ფაბულა კი არ არის, მხოლოდ ერთიანობის დამადასტურებელ გარემოებად არის მოყვანილი. ბრალდება სრულიად სხვაა და ეფუძნება ერთიანობას

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ლევან სამუშიას გამოსვლაზე: სრულად პოლიტიკური გამოსვლაა. ამას ვისმენთ მოთმინებით, რადგან პატივს ვცემთ სასამართლოს, მაგრამ არ შეიძლება ყველაფერზე გაკეთდეს პოლიტიკური განცხადებები მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, სათანადო პასუხი გავცეთ ამავე დარბაზში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.