პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: საზოგადოებამ იცის, რა მასშტაბის ქველმოქმედია ბიძინა ივანიშვილი და რას აკეთებს ის ქვეყნისთვის და ამავე საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ისიც, თუ რას წარმოადგენს კოლექტიური ნაცმოძრაობა

„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე „ნაძირლების სამჭედლოს“ უწოდებს იმ ძალას, რომლის წარმომადგენლებმაც ეჭვქვეშ დააყენა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ნიკა გვარამიას მხრიდან მსგავსი შეურაცხმყოფელი განცხადება გასაკვირი არ არის, ვინაიდან ის ყოველთვის გამოირჩეოდა მსგავსი გამონათქვამებით. ზურაბ ქადაგიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ საზოგადოება ხედავს, თუ რა გააკეთა და რას აკეთებს ივანიშვილი ქვეყნისთვის და რა გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა, პირობითად რომ ვთქვათ, ნაძირლების სამჭედლოა. ბიძინა ივანიშვილის მისამართით გაჟღერებული ბრალდებები არ მიკვირს, იმიტომ, რომ ეს ადამიანი [ნიკა გვარამია] ყოველთვის გამოირჩეოდა ასეთი სიგიჟეებით და მიზანმიმართული განცხადებებით. მან ძალიან კარგად იცის, საით გადაიხრება სასწორი თუ პინაზე დადებ კოლოსალურ ქველმოქმედებას, სახელმწიფოს უპირობო მხარდაჭერას ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მხრიდან, საპირისპირო მხარეს კი – გვარამიას ბელადის, სააკაშვილის გაკეთებულ საქმეებს – ეს ადვილი მისახვედრია. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება. ცნობილია ისიც თუ რა ნაბიჯები გადადგა მან, საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე, რამაც ჯერ 2012 წლამდე და შემდეგ, დღემდე მოგვიყვანა. ხალხმა ძალიან კარგად იცის, რა მასშტაბის ქველმოქმედია ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი და რას აკეთებს ის ქვეყნისთვის, დღემდე. ამავე საზოგადოებამ, ასევე ძალიან კარგად იცის, თუ რას წარმოადგენს კოლექტიური ნაცმოძრაობა. ყოველივე ამის შემფასებელი კი, არის არჩევნები,“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: საზოგადოებამ იცის, რა მასშტაბის ქველმოქმედია ბიძინა ივანიშვილი და რას აკეთებს ის ქვეყნისთვის და ამავე საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ისიც, თუ რას წარმოადგენს კოლექტიური ნაცმოძრაობა

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სკოლებში, სახელმწიფო დაწესებულებებსა და თეატრებში რუსულ ენაზე ტოტალური კონტროლის დაწესება რეპრესიების გზით, კიევის რეჟიმის ფაშისტური გამოვლინებების კიდევ ერთ აგრესიულ ბუნებას აშიშვლებს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: სტრასბურგის სასამართლოში თუ უნდა წავიდეს 5 რადიკალური პარტიის აკრძალვის საქმე, სარჩელში მათ დახვდებათ თავისივე გადაწყვეტილებები იმის ნიშნად, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა ამ უბედურებებს, როცა ის ხელისუფლებაში იყო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.