პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ბატონმა სიორიძემ რაც იკადრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თურმე, უსმენს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს, არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, „ლელოს” ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი სიორიძეს მიმართავს და მოუწოდებს, თავი დაანებოს ტყუილებისა და დეზინფორმაციის გავრცელებას.

მისი თქმით, ტყუილია და ყველა ზღვარს სცდება სიორიძის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე გაჟღერებული განცხადება, თითქოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს უსმენს.

„ბატონმა სიორიძემ გასაგებია, რომ გუშინ ვერ დაიოკა და ახლა მაინც დაიოკოს ნერვები და დაანებოს თავი აქ ტყუილების გამეორებას და დეზინფორმაციის გავრცელებას. თქვენ არავინ გეკითხებათ, საერთოდ სიტყვას როგორ ახსენებთ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე და სახელმწიფო უსაფრთხოებაზე. ბატონმა სიორიძემ რაც იკადრა და ამას აკეთებს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თურმე უსმენს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს, ეს არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია და ამას კადრულობს ბატონი სიორიძე სასამართლოს წინაშე. ასეთი ტყუილის გავრცელება უკვე აღმაშფოთებელია, ყველანაირ ზღვარს გადასულია.“- განაცხადა გორდულაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ბატონმა სიორიძემ რაც იკადრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თურმე, უსმენს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს, არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია

უცხოური მედია

ProPublica: გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსები, სენატორი ლინდსი გრემი და კონგრესმენი ჯო უილსონი, სამხედრო-საზღვაო კონტრაქტორ კომპანია Navatek-სგან მრავალმილიონიანი სახელმწიფო დაფინანსების მფარველობის სანაცვლოდ ქრთამს იღებდნენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.