პოლიტიკა

„ლელო“ ელისაშვილს გაემიჯნა: „ალექსანდრე ელისაშვილი არასდროს ყოფილა „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრი, მოსარჩელე მხარე ცდილობს, სხვა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის ქმედება გაავრცელოს ჩვენს პოლიტიკურ პარტიაზე და აკრძალვის ერთ-ერთ საფუძვლად ამას ამბობს“

ალექსანდრე ელისაშვილი არასდროს ყოფილა ჩვენი პოლიტიკური პარტიის „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრი, – ამის შესახებ ,,ლელოს“ წარმომადგენელმა, თორნიკე ართქმელაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

ართქმელაძის განმარტებით, ელისაშვილს რაიმე სახის ორგანიზაციული კავშირი „ძლიერი საქართველო – ლელოსთან“ არ გააჩნია და ის სხვა პოლიტიკური პარტიის – ,,ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების” თავმჯდომარეა. შესაბამისად, მისივე თქმით, მოსარჩელე მხარე ცდილობს, სხვა პარტიის თავმჯდომარის ქმედება ,,ლელოს” აკრძალვის ერთ-ერთ საფუძვლად გამოიყენოს.

,,იმ პოლიტიკური პარტიის, რომლის აკრძალვის საკითხიც განიხილება, ელისაშვილი არასდროს ყოფილა. ეს არაერთხელ განაცხადა სხვათა შორის თავადაც და ბოლოს რამდენიმე დღის წინ გააკეთა ეს განცხადება. მეტსაც გეტყვით, არსებობს პოლიტიკური პარტია ,,ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები”, არსებობს 2025 წლის 1 სექტემბრის ამონაწერი, რომლის თავმჯდომარეც არის ალექსანდრე ელისაშვილი. მოსარჩელე მხარე ცდილობს, სხვა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის ქმედება გაავრცელოს ჩვენს პოლიტიკურ პარტიაზე და აკრძალვის ერთ-ერთ საფუძვლად ამას ამბობს.
არანაირი ორგანიზაციული კავშირი ალექსანდრე ელისაშვილს „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ არ აქვს. 2024 წელს რადგან ბლოკები აკრძალული იყო, ეს მაშინ იყო საარჩევნო თანამშრომლობა. მოგეხსენებათ, ქართული კანონმდებლობით აკრძალულია, ერთი ადამიანი იყოს ერთდროულად ორი პარტიის წევრი,” – აღნიშნა თორნიკე ართქმელაძემ.

ცნობისთვის, 2024 წლის საპარტამენტო არჩევნებში, ალექსანდრე ელისაშვილი „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ სიის მე-20 ნომერი იყო.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

„ლელო“ ელისაშვილს გაემიჯნა: „ალექსანდრე ელისაშვილი არასდროს ყოფილა „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრი, მოსარჩელე მხარე ცდილობს, სხვა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის ქმედება გაავრცელოს ჩვენს პოლიტიკურ პარტიაზე და აკრძალვის ერთ-ერთ საფუძვლად ამას ამბობს“

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.