ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი5°C
  • ბათუმი10°C
  • ქუთაისი8°C
  • რუსთავი7°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი8°C
  • გორი3°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი9°C
  • ამბროლაური3°C
  • მესტია1°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ31 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ10:57
გიორგი კახიანი

განცხადება · 97 ნახვა

„გვარამიამ სინანული იმაზე კი არ გამოთქვა, რომ ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს სისტემურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები, არამედ, იმასთან დაკავშირებით, რა ქველმოქმედებასაც ბიძინა ივანიშვილი ეწეოდა – რეალურად მათ ანაღვლებთ ის, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა და დიდი პატივისცემით სარგებლობს“

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა, “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ მან სინანული “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევაზე კი არ გამოთქვა, არამედ, იმაზე, “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ბიუჯეტს ეხმარებოდა, რათა საჯარო მოხელეებისთვის ხელფასები გადაეხადათ.

კახიანის განმარტებით, რეალურად, ოპოზიციის წარმომადგენლებს ანაღვლებთ ის, რომ ბიძინა ივანიშვილს დიდი მხარდაჭერა აქვს და საზოგადოებაში დიდი პატივისცემით სარგებლობს.

“ბატონმა გვარამიამ სინანული იმაზე კი არ გამოთქვა, რომ ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს სისტემურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები, არამედ, სინანული გამოთქვა იმაზე, რომ თურმე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი როგორ ეხმარებოდა მაშინ ბიუჯეტს, რომელიც ფაქტობრივად იყო გაღლეტილი, რომ ხელფასები გადაეხადათ, მაგალითად, პოლიციელებისთვის, მასწავლებლებისთვის. ასევე, მან, როგორც ჩანს, სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რა ქველმოქმედებასაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ეწეოდა ჩვენი ქვეყნისთვის – უამრავი პროექტი და პროგრამა, რომელიც მის მიერ ფინანსდებოდა. როგორც ჩანს, ეს ანაღვლებთ მათ რეალურად: ანაღვლებთ ის, რომ ბიძინა ივანიშვილს საზოგადოებაში აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა და იგი ჩვენი საზოგადოების დიდი პატივისცემით სარგებლობს,” – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში გუშინ განაცხადა: “[წინა ხელისუფლებას] ვემიჯნები იმაში, რომ ერთ კონკრეტულ პირს არასდროს ახდევინებდა გადასახადებს და დააგროვებინა ასობით მილიონი. ვემიჯნები იმაში, რომ ამ კონკრეტულ პირს ბიუჯეტიდან მოპარული ფულით ვითომ ქველმოქმედება აწარმოებინა, რომელიც სინამდვილეში აღმოჩნდა გრძელვადიანი საარჩევნო კამპანია. ეს ერთადერთი პირი, სხვათა შორის, არის ბიძინა ივანიშვილი”.

გიორგი კახიანი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გიორგი კახიანი„საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელშიც ადამიანების მკვლელობები და უმძიმესი ფაქტებია მითითებული, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა არაერთხელ ასავალ-დასავალის კრებული უწოდეს. რამდენად მძიმეა, როცა ასეთ რამეს ამბობ, ესეც წარმოაჩენს, რომ ისინი წარსულს არ ნანობენ“
  2. გიორგი კახიანი„მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიან“
  3. გიორგი კახიანი„თუ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა რეალურ და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას, მისი საქმიანობის გაგრძელება ზრდის ამ საფრთხის განხორციელების შესაძლებლობას“
  4. გიორგი კახიანი„ეკონომიკური სანქცია არ არის მხოლოდ ეკონომიკურ შედეგებზე გათვლილი. როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს და შენს ტერიტორიაზე განლაგებულია ოკუპანტის ჯარი, ასეთი პოლიტიკური აქტი, აუცილებლად გამოიწვევდა მდგომარეობის ესკალაციას“