ყველა სიახლე
4722 მასალა
14 თებერვალი
კომპანია „ქართული აგრო პროდუქტის“ წარმომადგენელი: სამი ქსელიდან უბრალოდ გამოგვისტუმრეს, უარი გვითხრეს დახლების თანხის გადახდაზე, იმიტომ რომ დახლების 90% უკვე გაყიდულია, ძირითადი მფლობელები ამ დახლებისა არიან სადისტრიბუციო კომპანიები, ჩაკეტილი წრეა
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომპანია „ქართული აგრო პროდუქტის“ წარმომადგენელმა, იოსებ მანჯავიძემ, ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებიც მის კომპანიას სუპერმარკეტების ქსელების მხრიდან დახლზე მოსახვედრად აქვს.
კომპანია „ალალის“ დამფუძნებელი ქსელურ მარკეტებზე: ჩვენთან ფასი როგორ წარმოიქმნება მაგას უკვე ფასის წარმოქმნა არ ჰქვია – დღევანდელი ჩვენი გათვლებით ჩვენ ფასს ემატება 185%
ჩვენთან ფასი როგორ წარმოიქმნება მაგას უკვე ფასის წარმოქმნა არ ჰქვია, – ამის შესახებ ხილის და ბოსტნეულის გადამამუშავებელი კომპანია „ალალის“ დამფუძნებელმა გოჩა ღვინეფაძემ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე საუბრისას განაცხადა.
13 თებერვალი
განათავსეთ თქვენი რეკლამა
პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით
ათენში პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფო” პრეზენტაცია გაიმართა
„ხალხის ძალის“ წევრის, თამარ ჩიბურდანიძის ინიციატივით ამოქმედებული ახალგაზრდული პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფო” პრეზენტაცია 9-11 თებერვალს საბერძნეთის დედაქალაქში ათენში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის გამართა.
თხილეულის მწარმოებელი კომპანია “ქალაქურის” დამფუძნებელი, მურად ღოღაძე აცხადებს, რომ ქსელის მიერ გაყიდულ პროდუქციაზე ანაზღაურების დალოდების პერიოდი 60-დან 80 დღემდე მერყეობს
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, ხილის, ბოსტნეულის, წვენების და ჯემების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს უსმენენ.
საპარლამენტო კომისიის მიზნებზე
შპს “ტირიფონის ხილის” წარმომადგენელი ზურაბ გოჯიაშვილი: რომ არ ყოფილიყო ის სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც შექმენით 2013 წელს, ჩვენ ასეთ რისკიან ბიზნესს ხელს არ მოვკიდებდით
შპს “ტირიფონის ხილის” წარმომადგენელმა, ზურაბ გოჯიაშვილმა, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, მისი კომპანიის გამოცდილებაზე ისაუბრა.
სურსათის მწარმოებლებთან შეხვედრაზე
BBC: ევროსაბჭოს ყოფილ გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს ეპშტეინთან სავარაუდო კავშირების გამო ბრალი წაუყენეს
ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევროსაბჭოს ყოფილი გენერალური მდივანი, ტორბიორნ იაგლანდი ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების გამო „უხეშ კორუფციაში“ დაადანაშაულეს. ინფორმაციას BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრემიერი: შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა გასული ერთი წლის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევა, ვიდრე ჯამურად გასული ათი წლის განმავლობაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა გასული ერთი წლის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევა, ვიდრე ჯამურად გასული ათი წლის განმავლობაში, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
„ხალხის ძალის“ პოლიტიკური საბჭოს წევრებმა რუსთავის, მარნეულის და გარდაბნის საკრებულოებში „ხალხის ძალის“ ფრაქციის წევრებთან შეხვედრები გამართეს
„ხალხის ძალის“ პოლიტიკური საბჭოს წევრები რუსთავის, მარნეულის და გარდაბნის საკრებულოებში „ხალხის ძალის“ ფრაქციის წევრებს შეხვდნენ. მათთან ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და პარტიის ხედვებზე ისაუბრეს, ადგილობრივი წარმომადგენლებისგან კი ლოკალური საჭიროებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
მარინე ჩიტაშვილის განცხადებაზე





























