ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ მისიის ვიზიტზე
ყველა სიახლე
4722 მასალა
11 თებერვალი
FT: აშშ უკრაინისგან მაისისთვის არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს; ზელენსკის ოფისი კი, პრიორიტეტად უსაფრთხოებას მიიჩნევს
ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი იტყობინება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლის შედეგად, უკრაინამ დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნებისა და სამშვიდობო შეთანხმების შესახებ რეფერენდუმის დაგეგმვა, რომელიც მიმდინარე წლის 15 მაისამდე უნდა გაიმართოს. ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტის ოფისში BBC-ის წყაროები აცხადებენ, რომ არჩევნები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩატარდება, თუ მათი უსაფრთხოება გარანტირებული იქნება.
დროებითი საპარლამენტო კომისია პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს ინიციატივით, ფასებთან დაკავშირებული რეკომენდაციების მოსამზადებლად, საერთაშორისო კომპანია მოიწვიოს
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს ინიციატივით, პარლამენტმა, კომისიის მუშაობის პარალელურად, მოიწვიოს საერთაშორისო კომპანია.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
კომპანია „ყვარლის ბაგას“ დირექტორი ნათია გურგულია: მიუხედავად სახელმწიფოს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისა სოფლის განვითარების სააგენტოსთან, კომპანიის შემოსავლის დაახლოებით 16% სესხებისა და მათი პროცენტების მომსახურებაზე იხარჯება, რაც თვითღირებულებაში მნიშვნელოვან წილს იკავებს
ჩვენს შემთხვევაში მრავალი გამოწვევა იწვევს ფასების ზრდას. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება. ჩვენი ყველაზე მსხვილი მომწოდებელი რუსეთია. გვინდა თუ არ გვინდა, ეს არის ყველაზე ახლო ბაზარი, თუმცა იქ არსებული კვოტები, ექსპორტის გადასახადები და ტრანსპორტირების მაღალი ღირებულება მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს ხარჯებს – ამის შესახებ კომპანია „ყვარლის ბაგას“ დირექტორმა ნათია გურგულიამ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.
სანტეს” იურისტი გიორგი გეწაძე: ჩვენთვის მთავარი გამოწვევაა ნედლეულის ფასი. ქვეყანაში არის რამდენიმე მსხვილი მომწოდებელი, თუმცა, რაც უფრო მეტი ფერმა იქნება, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის, რადგან რძის ფასი გაიაფდება და ნედლეულის ფასის გაიაფება შესაბამისად გამოიწვევს საბოლოო პროდუქტის ფასის გაიაფებას
“კომპანია “სანტეს” წარმომადგენელმა, გიორგი გეწაძემ, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე იმ მთავარ გამოწვევაზე ისაუბრა, რომლის წინაშეც კომპანია დგას. გიორგი გეწაძე აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის მთავარი პრობლემა ნედლეულის ფასია.
“სანტეს” წარმომადგენელი: ძირითადი გამოწვევა ის არის, რომ რძის ფასი საქართველოში გაცილებით მაღალია, ვიდრე ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, ქსელებთან ურთიერთობებს რაც შეეხება, ვადასტურებთ, რომ მათ საბაზრო ძალაუფლება აქვთ
საკითხები, რომლებიც თქვენ გაინტერესებდათ, გეთანხმებით იმაში, რომ პრობლემურია. გამოწვევები გვაქვს, მაგალითად, ძირითადი გამოწვევა ის არის, რომ რძის ფასი საქართველოში არის გაცილებით მაღალი, ვიდრე საშუალო სტატისტიკურ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში. ეს არის მთავარი გამოწვევა, რაც ჩვენს კომპანიას ამჟამად აქვს, – ამის შესახებ კომპანია “სანტეს” წარმომადგენელმა, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.
„დილის პროდუქტების“ დირექტორი გია ლობჟანიძე: ახალი წლისთვის არ გვინდოდა კვერცხის გაძვირება და გავაძვირეთ 9 იანვრიდან. პრემიერის გამოსვლის შემდეგ შესაბამისი ნაბიჯიც გავაკეთეთ საიმისოდ, რომ დავუბრუნდით ძველ ფასებს, მაგრამ დავუბრუნდით ჩვენი მოგების ხარჯზე
„მე როგორც კრიტიკული მართვის მენეჯერი ვერ დავუშვებ იმას, რომ ჩემი წარმოება იყოს დაუცველი და კონკრეტულად არ ვიშოვო იმდენი ფული, მეყოს იმისთვის, რომ ეს დარგი რისკების გარეშე ვამუშაო“- ამის შესახებ კვერცხის მწარმოებელი კომპანიის „დილის პროდუქტები“ დირექტორმა, გია ლობჟანიძემ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.
გიორგი ავალიანი “კოდას” წარმოების დირექტორი: ჩვენი მხრიდან მოხდა ფასის კლება და არ გვინდა, რომ ფასის შემცირება იყოსმხოლოდკომპანიის, მწარმოებლის ხარჯზე. ამისთვის კომპლექსური მუშაობა არის საჭირო, შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, რომ ნებისმიერ ფორმატში ჩართულები ვიყოთ
კომპანია „კოდას“ წარმოების დირექტორმა, გიორგი ავალიანმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა სრული მზაობა პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
კოდას” წარმოების დირექტორი გიორგი ავალიანი: წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში – ე.წ. ქეშბექი ყოველწლიურად იმატებს, ყოველი ახალი გახსნილი მაღაზიის მოსაკრებელს ვიხდით ერთჯერადად 500-დან 3000 ლარამდე, რათა ამ ობიექტზე ჩვენი პროდუქცია გაიყიდოს
“ჩვენი გაყიდვების 80% მოდის ქსელურ მარკეტებზე, დისტრიბუციის მომსახურებას ჩვენს კომპანიას ჩვენვე ვუწევთ. ჩვენ პრობლემებს ვხედავთ იმაში, რომ წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში, – ამის შესახებ კომპანია „კოდას“ წარმოების დირექტორმა, გიორგი ავალიანმა, ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე საუბრისას განაცხადა.
მამუკა მდინარაძე 7-10 თებერვალს სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბავშვის რეგისტრაციის ერთ-ერთ ფორმაში ითხოვს დაზუსტდეს, იყო თუ არა დედა ბავშვის დაბადების მომენტში “მამაკაცი”
გერმანული მედიის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული დაბადების რეგისტრაციის ერთ-ერთი აქტი, ბავშვის დაბადების მომენტში დედის სქესის დაზუსტებას ითხოვს.
საგარეო პოლიტიკის ექსპერტი სტივენ შრაგე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, იყვნენ თუ არა მოწმეები ინფორმირებულნი ჰელსინკის კომისიის, მისი ხელმძღვანელი პირებისა და თანამშრომლების მიმართ გამოთქმული ბრალდებების შესახებ
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა და საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა, სტივენ შრაგემ X-ზე განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც ჰელსინკის კომისიის მოწმეებსა და კონგრესის აღმასრულებელ ზედამხედველ ორგანოებს საჯაროდ მიმართა.
კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა: დროა, ევროკავშირს თავი დავაღწიოთ და სუვერენიტეტი აღვუდგინოთ ცალკეულ ერებს როგორც ევროპაში, ისე მთელ მსოფლიოში
რესპუბლიკელი კონგრესმენის, ანა პაულინა ლუნას განცხადებით, ევროკავშირი ხშირად სჯის იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მის პოლიტიკურ ხაზს გადაუხვევენ.
თსუ-სა და სტუ-სთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე
საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობებზე
ბავშვობაში ფეხის თითზე მიკბინა ზვიგენმა, მას შემდეგ ვერ ვიტან ამ ზღვის ცხოველს. პროკურორმაც უნდა გაითვალისწინოს! სიზმარიც დამესიზმრა- დავიჭირეთ საცოდავი ზვიგენი, ძალიან იკლაკნებოდა, მაგრამ დავკალით, შემდეგ აფრიკიდან ჩამოტანილი ბაობაბები მოვჭერით, კოცონი დავანთეთ და ზვიგენი შევწვით
ჩემთვის დიდი პატივია ამ ძალიან ღირსეულ ადამიანებთან ერთად ამ გაუგებრობაში მოხვედრა. ყველასთვის გასაგებია, რისთვის ვარ ციხეში. იმისთვის ვარ, რომ თავის დროზე თბილისი არ ჩავაბარე, არ გავიქეცი, არ დავტოვე და არ ვისარგებლე შეთავაზებით. იმისთვის, რომ ჩემს მეგობრებთან, თანამოაზრეებთან, ხალხთან ერთად სახელმწიფო შევქმენით, რომ უკრაინის მოქალაქე ვარ და უკრაინისთვისაც ასევე ძალიან ბევრი გავაკეთე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
10 თებერვალი
ეპშტეინის თანამზრახველმა ტრამპს გარიგება შესთავაზა
გიზლეინ მაქსველმა კონგრესში დაკითხვისას აშშ-ის კონსტიტუციის მეხუთე შესწორებით ისარგებლა და ეპშტეინის საქმეზე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, — იუწყება CNN.
ოპოზიციის მხარდამჭერებს
გიგა ავალიანის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ და სხვა ძალადობრივი დანაშაულების ფაქტებზე ბრალდება წარედგინათ
მასწავლებელ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პირებს გენერალურმა პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის შესახებ ახალი ბრალდებები წარუდგინა. ამის შესახებ პროკურორმა გიორგი მიქაიამ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
McDonald’s-ის ბრენდის რუსეთის ფედერაციაში დარეგისტრირებაზე
„სიბერე არ არის ავადმყოფობა, მაგრამ ცვლის თამაშის წესებს“- თბილისის საკრებულოში 11 თებერვალს გაიმართება შეხვედრა, რომლის მიზანია ცოდნის გაზიარება და ჯანსაღი სიბერის ხელშეწყობა საქართველოში
თბილისის საკრებულოში, ხვალ, 11 თებერვალს 18:00 საათზე, გაიმართება შეხვედრა თემაზე „ჯანსაღი სიბერე, ნეიროგერიატრია და გერომედიცინის პერსპექტივები“, რომელიც ეძღვნება ხანდაზმულთა ჯანმრთელობის თანამედროვე გამოწვევებსა და სამედიცინო ინოვაციებს.





























