ყველა სიახლე
4722 მასალა
10 თებერვალი
კორუფციის აღქმის ინდექსზე
განათავსეთ თქვენი რეკლამა
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, „სამუშაო სიღარიბის დონე“ საქართველოში ახალ ისტორიულ მინიმუმზეა და 2012 წლის შემდეგ 10-ჯერ არის შემცირებული
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) „სამუშაო სიღარიბის“ ინდექსი გამოაქვეყნა. ინდექსი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მაჩვენებელია და გამოხატავს სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა მყოფი დასაქმებულების რაოდენობას.
მსოფლიო კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 7 ქვეყანას, ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატო-ს 10 წევრ სახელმწიფოს
Transparency International-ის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) აჩვენებს, რომ კორუფცია, პროგრესის მიუხედავად, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში სერიოზულ პრობლემად რჩება. ინდექსში შეფასებულია 182 ქვეყანა. ასევე, აღნიშნულია, რომ გლობალური საშუალო მაჩვენებელი 42 ქულამდე დაეცა, რაც ბოლო წლების ყველაზე დაბალი შედეგია.
McDonald’s-მა რუსეთში სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა
სწრაფი კვების ქსელმა McDonald’s-მა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყნიდან გასვლა გადაწყვიტა, რუსეთში ამავე სახელწოდების სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა, – ამის შესახებ რუსული მედია როსპატენტის (რუსეთის ინტელექტუალური საკუთრების) მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით იტყობინება.
9 თებერვალი
„ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ მახინჯი პრინციპი პირდაპირ ურტყამს ილიას უნივერსიტეტს, დიდი ალბათობით, განზრახვაა, რომ ამ წაართვან ფაკულტეტები და დაუტოვონ ვიწრო პროფილი (მაგალითად, პედაგოგიური)“- იაგო კაჭკაჭიშვილი
„თსუ-ის და სტუ-ის გაერთიანების აბსურდული გადაწყვეტილების გაუქმება ნამდვილად არის უკომპრომისო ბრძოლის შედეგი და მოსალოცი ამბავი.
პრემიერ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებაზე
დანია: ახალი რეფორმა სასამართლოებს აიძულებს, უგულებელყონ ადამიანის უფლებათა კონვენციები
დანიის მთავრობა აგრძელებს საკამათო გეგმების განხორციელებას უცხოეთში დაბადებული დამნაშავეების დეპორტაციის თაობაზე, მიუხედავად სამოქალაქო უფლებების დამცველ ექსპერტთა გაფრთხილებებისა. პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა წარადგინა ფართომასშტაბიანი დეპორტაციის რეფორმის წინადადებები, რომლებიც დანიის სასამართლოებს დაავალდებულებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაციის განჩინების გამოტანას იმ შემთხვევაში, თუ ისინი მინიმუმ ერთწლიანი თავისუფლების აღკვეთით არიან მსჯავრდებულნი – მიუხედავად მათი უფლებისა ოჯახურ ცხოვრებაზე, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არის გათვალისწინებული. ფრედერიქსენმა აღიარა, რომ აღნიშნულმა ნაბიჯმა შესაძლოა საერთაშორისო კონვენციები დაარღვიოს, თუმცა აღნიშნა, რომ ეს „გამართლებულია“.
სალომე ზურაბიშვილზე
თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები აღარ გაერთიანდება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აღარ გაერთიანდება.
ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ტომ ტუგენჰატი: ბრიტანეთს მხოლოდ რვა დღის სამყოფი საბრძოლო ამუნიცია აქვს
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ტომ ტუგენჰატი X-ზე უსაფრთხოებისა და თავდაცვის მარაგების დეფიციტზე მიუთითებს და აცხადებს, რომ ქვეყანას მხოლოდ რვა დღის სამყოფი საბრძოლო ამუნიცია აქვს.





























