უცხოური მედია

მამდანიმ განაცხადა, რომ ნიუ-იორკში პირველი მუნიციპალური, დაბალფასიანი მაღაზია გაიხსნება: „მთავრობა ვალდებულია, დაეხმაროს ხალხს“

ნიუ-იორკის მერის განცხადებით, 20 ათასი კვადრატული ფუტის (1 858 კვ.მ) ფართობის მუნიციპალური სასურსათო მაღაზია არასრულწლოვანთა ყოფილი დროებითი მოთავსების იზოლატორის ადგილზე აშენდება. მაღაზია უკვე მომავალ წელს გაიხსნება ბრონქსში, ჰანტს-პოინტში, სადაც აშშ-ის უმსხვილესი საბითუმო სასურსათო ბაზარი მდებარეობს.

სასურსათო მაღაზიის შექმნაზე საუბრისას, დემოკრატმა სოციალისტმა მამდანიმ რესპუბლიკელი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის სიტყვები გაიხსენა:

„მან [რეიგანმა] თქვა, რომ ინგლისურ ენაში ცხრა ყველაზე საშინელი სიტყვაა: ‘მე მთავრობიდან ვარ და აქ თქვენ დასახმარებლად მოვედი’… მე ამას არ ვეთანხმები. ვფიქრობ, რეალობაში ცხრა გაცილებით საშინელი სიტყვაა: ‘მთელი დღე ვიმუშავე და ჩემი ოჯახის გამოკვება არ შემიძლია’, — განაცხადა მამდანიმ და დასძინა, რომ მთავრობას არა მხოლოდ შეუძლია დახმარება, არამედ ვალდებულია დაეხმაროს ხალხს.

დაბალფასიანი მუნიციპალური მაღაზიების ქსელის შექმნა მამდანის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ამჟამად ქალაქის ხელისუფლებამ აამოქმედა ონლაინ პორტალი, რათა შეარჩიოს პოტენციური ადგილები ასეთი ობიექტების გასახსნელად ბრუკლინში, ქუინსსა და სტატენ-აილენდზე. ისინი ექსპლუატაციაში შესასვლელად 2029 წლისთვის უნდა მომზადდნენ.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა