უცხოური მედია

კუბა გამოეხმაურა ცნობებს ამერიკულ ბაზებზე შესაძლო დარტყმების მომზადების შესახებ და აშშ „სისხლისღვრის“ შესახებ გააფრთხილა

კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბრუნო როდრიგესმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის თავი დაიცვას სამხედრო თავდასხმებისგან, იტყობინება Perfil. ამის მიზეზი გახდა გამოცემა Axios-ის პუბლიკაცია, რომელიც საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ ჰავანამ 300-ზე მეტი დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი შეიძინა და მათ გამოყენებას აშშ-ის ობიექტების, მათ შორის გუანტანამოს ბაზის წინააღმდეგ განიხილავს.

„კუბა მშვიდობიანი ქვეყანაა, მაგრამ თუ მის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაიწყება, ის გამოიყენებს თავდაცვის უფლებას, შედეგების მიუხედავად და ხალხის მასობრივი მხარდაჭერით“, — განაცხადა როდრიგესმა.

კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „კუბა საფრთხეს არ წარმოადგენს“. ამასთანავე, მან სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ აშშ-ის ნებისმიერი სამხედრო მოქმედება მისი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიწვევს „სისხლისღვრას“ (ხოცვა-ჟლეტას), რასაც მძიმე შედეგები მოჰყვება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა