პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ის, რაც გარისკეს და შეძლეს “რკინის ფარდის” ისტორიულ ჟამს ბეკენბაუერის ეპოქის გერმანელებმა, აღარ ძალუძს მიხაელ როთის გერმანიას

ევროსაბჭოთა კავშირის წინაშე პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება გერმანიის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მიერ 51 წლის წინ თბილისსა და საარბრიუკენს შორის დაძმობილების გადაწყვეტილების გაუქმებას.

ანალიტიკოსი ირონიით ეხმაურება მომხდარს და აღნიშნავს, რომ თბილისს ეს „დარტყმა“ გერმანიამ საქართველოზე აღშფოთების გამო მიაყენა:

„საქართველოზე უკიდურესად აღშფოთებული გერმანია ვეღარ დაელოდებოდა ბრიუსელის უკბილო შეშფოთებებს თბილისის მისამართით და ჩვენს ქვეყანაზე გამანადგურებელ შეტევაზე გადმოვიდა“ – წერს ქართველიშვილი. ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ ოდესღაც დიადი ევროპა დაპატარავდა საარბრიუკენის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებამდე. „საქართველოზე უკიდურესად აღშფოთებული გერმანია ვეღარ დაელოდებოდა ბრიუსელის უკბილო შეშფოთებებს თბილისის მისამართით და ჩვენს ქვეყანაზე გამანადგურებელ შეტევაზე გადმოვიდა. გერმანულ ყელში გაჩხერილი, 1975 წელს მიღებული გადაწყვეტილება – თბილისსა და საარბრიუკენს შორის დაძმობილებული ქალაქების სტატუსის შემოღების შესახებ – 51 წლის შემდეგ არქივს ჩაბარდა საარბრიუკენის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით. დღეიდან არც კი ვიცი, ამ დარტყმას როგორ გადაიტანს დედაქალაქი. ის, რაც გარისკეს და შეძლეს “რკინის ფარდის” ისტორიულ ჟამს ბეკენბაუერის ეპოქის გერმანელებმა, აღარ ძალუძს მიხაელ როთის გერმანიას ევროსაბჭოთა კავშირის წინაშე. ოდესღაც დიადი ევროპა დღეს დაპატარავდა საარბრიუკენის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებამდე. საკითხავი მხოლოდ ერთია, რომელი ღირსეული სახელი მოვუძებნოთ დედაქალაქის ცენტრში “საარბრიუკენის სამარცხვინო მოედანს”?“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ!

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.