ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონის განვითარების მასშტაბური სამუშაოები დაიწყო. პროექტის მიზანია სამეგრელოს რეგიონში ახალი ტურისტული ცენტრის შექმნა, ინფრასტრუქტურის განახლება და ეკონომიკური აქტივობის სტიმულირება.
მთავარი პრინციპი, რითაც ამოდის სახელმწიფო ეს არის, რომ „არ ავნო“. ისე უნდა მივუდგეთ, რომ უარესი შედეგი არ იყოს. აუცილებელია რისკები გააცნობიეროს ყველამ, უპირველეს ყოვლისა მშობლებმა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დიუშენის სინდრომის სამკურნალო პრეპარატის უკუჩვენებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
ბოლო პერიოდია საზოგადოება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულთა მშობლების აქციებს ადევნებს თვალს, რომლებიც კონკრეტულ მედიკამენტებს ითხოვენ. ესენია: ELEVIDYS, Givinostat (Duvyzat) და Exon Skipping (Eteplirsen).
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს პარტია „ფედერალისტებიც“ დაემატება.
„გამოვითხოვთ ძველ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით გვქონდა შეტანილი და მივმართავთ დაკორექტირებული სარჩელით. აქამდე არსებულ სამ პარტიას ვამატებთ „ფედერალისტურ“ პარტიას“, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ოპტიკური აღჭურვილობის მწარმოებელმა კომპანია Nikon Corporation-მა, რუსეთში სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა, – ამის შესახებ რუსული მედია, „როსპატენტის“ ელექტრონული მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით წერს.
“Trump organization” ახალი პროექტის – Trump Tower Tbilisi შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული კომპანიის, Gensler-ის მიერ დაპროექტებული Trump Tower Tbilisi დაახლოებით 70-სართულიანი იქნება და საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა გახდება.