უცხოური მედია

ევროკავშირში აშშ-ის ელჩი ენდრიუ პაზდერი: დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გადამწყვეტი ნაბიჯია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ფული მოხმარდეს აშშ-ის ინტერესების წინსვლას და არა დესტრუქციულ გლობალისტურ სისულელეებს

ევროკავშირში აშშ-ის ელჩის, ენდრიუ პაზდერის განცხადებით, საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებსაც აშშ ტოვებს, დიდი ხანია ბიუროკრატიაში არიან ჩაფლულნი და გადაიქცნენ პლატფორმებად, რომლებიც პროგრესული მემარცხენეების ინტერესების წინ წაწევას უწყობენ ხელს.

მისივე თქმით, დასრულდა ის დრო, როდესაც აშშ აფინანსებდა ორგანიზაციებსა და პროექტებს, რომლებიც ამერიკის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება. ელჩის შეფასებით, პრეზიდენტი ტრამპი აკეთებს იმას, რაც ყოველთვის უნდა წარმოადგენდეს მათი პოლიტიკის მთავარ არსს.

“ამერიკა “უპირველეს ყოვლისა- მოქმედებაშია”. საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებსაც აშშ ტოვებს, დიდი ხანია ბიუროკრატიაში არიან ჩაფლულნი და გადაიქცნენ პლატფორმებად, რომლებიც პროგრესული მემარცხენეების ინტერესების წინ წაწევას უწყობენ ხელს -თავისუფალი ბაზრების, ეკონომიკური კეთილდღეობისა და ჩვენი ერის ეროვნული უსაფრთხოების საზიანოდ. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გადამწყვეტი ნაბიჯია იმის უზრუნველსაყოფად, რომ აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფული აშშ-ის ინტერესების წინ წასაწევად დაიხარჯოს და არა დესტრუქციული გლობალისტური სისულელეების წინსვლისთვის.

წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც აშშ აფინანსებდა ორგანიზაციებსა და პროექტებს, რომლებიც ჩვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება. პრეზიდენტი აკეთებს იმას, რაც ყოველთვის ჩვენი პოლიტიკის საფუძველი უნდა იყოს: ამერიკელი ხალხის საჭიროებებსა და ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებს”, – დაწერა ელჩმა X-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ!

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.