პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ვენეციის კომისია ხშირად სცილდებოდა სამართლებრივ შეფასებას და ჰგავდა პოლიტიკურ დასკვნას, რომელიც საქართველოს ჩარჩოებში ჩასმას ემსახურებოდა – აშშ ამბობს, რომ მსგავსი სტრუქტურები მიკერძოებულია და ვერ ამართლებს საკუთარ არსებობას

x

აშშ ამბობს, რომ მსგავსი სტრუქტურები არაეფექტიანია, მიკერძოებულია და ვერ ამართლებს საკუთარ არსებობას, რთულია ძველი ნარატივის შენარჩუნება ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. უნდა ვაღიაროთ, რომ საერთაშორისო კომისიები თავს უფლებას აძლევენ/აძლევდნენ, არა სამართლებრივად დასაბუთებული, არამედ პოლიტიკურ კონიუნქტურას მორგებული დასკვნები გააკეთონ, რითაც ქვეყნების შიდა საქმეები ჩარევის სახიფათო პრეცედენტი იქმნება,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი აშშ-ის მიერ ვენეციის კომისიიდან გასვლის ფაქტთან დაკავშირებით.

მეგრელიშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის მითითებები საქართველოსთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია აღარ აღიქმება როგორც ნეიტრალური პროფესიული აზრი და ის შეფასებულია, როგორც „კონკრეტული ინტერესების გამტარი დოკუმენტი“.

„კონტექსტი შეიცვალა და ამ ცვლილებას გვერდს ვეღარავინ აუვლის. წლების განმავლობაში საქართველოში არსებობდა ერთგვარი დაუწერელი წესი: თუ ვენეციის კომისია რაღაცას იტყოდა, ეს ავტომატურად საბოლოო ვერდიქტად ცხადდებოდა. განსაკუთრებით ოპოზიციურ რიტორიკაში, სადაც მისი შეფასებები გამოიყენებოდა არა სამართლებრივი მსჯელობისთვის, არამედ შიდა პოლიტიკური ბრძოლის იარაღად, ხელისუფლებაზე ზეწოლის, ლეგიტიმაციის წართმევის და საკუთარი პოზიციის „გადაფუთვის“ მიზნით. დღეს ეს სქემა დაირღვა. აშშ ამბობს, რომ მსგავსი სტრუქტურები არაეფექტიანია, მიკერძოებულია და ვერ ამართლებს საკუთარ არსებობას, რთულია ძველი ნარატივის შენარჩუნება ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. უნდა ვაღიაროთ, რომ საერთაშორისო კომისიები თავს უფლებას აძლევენ/აძლევდნენ, არა სამართლებრივად დასაბუთებული, არამედ პოლიტიკურ კონიუნქტურას მორგებული დასკვნები გააკეთონ, რითაც ქვეყნების შიდა საქმეები ჩარევის სახიფათო პრეცედენტი იქმნება.

ვენეციის კომისიის მიმართ კრიტიკა ყოველთვის ერთსა და იმავე საკითხს უკავშირდებოდა ის ხშირ შემთხვევაში სცილდებოდა სამართლებრივ შეფასებას და უფრო მეტად ჰგავდა პოლიტიკურ დასკვნას, რომელიც საქართველოს წინასწარ განსაზღვრულ ჩარჩოებში ჩასმას ემსახურებოდა. რა თქმა უნდა მისი რეკომენდაციები აღარ აღიქმებოდა როგორც ნეიტრალური პროფესიული აზრი, არამედ შეფასებული იყო როგორც კონკრეტული ინტერესების გამტარი დოკუმენტები. ამ პროცესმა ბუნებრივად დააყენა სუვერენიტეტის საკითხიც. როდესაც გარე სტრუქტურა ცდილობს, ქვეყნის შიდა სამართლებრივი და პოლიტიკური გადაწყვეტილებები საკუთარი ხედვის მიხედვით „დაარეგულიროს“, ეს უკვე თანამშრომლობა აღარ არის ეს არის გავლენა, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების სახელით ხორციელდება. სწორედ ამიტომ გაჩნდა კითხვა ამ ორგანიზაციების რეალურ როლზე და მიზნებზე. დღეს მთავარი ინტრიგა აღარ არის ვენეციის კომისია. მთავარი კითხვა ისაა, შეძლებს თუ არა ქართული ოპოზიცია რეალობასთან ადაპტირებას. დარჩება თუ არა ძველ სქემებში, სადაც „საერთაშორისო დასკვნა“ ავტომატურად სიმართლის სინონიმია, თუ ერთხელ მაინც გაბედავს თქმას, რომ პრობლემა არა მხოლოდ შიდა პოლიტიკაში, არამედ იმ გლობალურ ინსტიტუტებშიცაა, რომლებიც წლების განმავლობაში ხელშეუხებელ ავტორიტეტებად ითვლებოდა. ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის ვენეციის კომისიამ, დიდი ხანია გადაუხვია იმ თავდაპირველ მიზნებს, რომელთა გარშემოც ისინი შეიქმნა,აუცილებელია მათი რეორგანიზაცია და პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი არსებობა და ფუნქციონირება აზრს კარგავს.“- წერს თამთა მეგრელიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თემურ გასვიანი „ტვ პირველს“: მოვითხოვ გასწორდეს ჩემ შესახებ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულ შესაძლებლობას გამოვიყენებ. მედიის თავისუფლება პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას არ ნიშნავს

პოლიტიკა

ევა გოცირიძე ლევან სამუშიას: ვფიქრობ, გარემოებები, რომ ერთი პარტია თანამშრომლობდა მეორესთან, ბრალდების ფაბულა კი არ არის, მხოლოდ ერთიანობის დამადასტურებელ გარემოებად არის მოყვანილი. ბრალდება სრულიად სხვაა და ეფუძნება ერთიანობას

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ლევან სამუშიას გამოსვლაზე: სრულად პოლიტიკური გამოსვლაა. ამას ვისმენთ მოთმინებით, რადგან პატივს ვცემთ სასამართლოს, მაგრამ არ შეიძლება ყველაფერზე გაკეთდეს პოლიტიკური განცხადებები მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, სათანადო პასუხი გავცეთ ამავე დარბაზში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.