პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ე.წ. კამიტით თითქოსდა მოწამვლის თემაზე რადიკალების მორიგ კამპანიაზე: ეჭიდებიან ხავსს. ცდილობენ ეს თემა ისევ გაასკანდალონ. დაინახეს, რომ ეს თემა ჩავარდა, საზოგადოებამ არ დაიჯერა

ეჭიდებიან ხავსს. ცდილობენ ეს თემა ისევ გაასკანდალონ. დაინახეს, რომ თემა ჩავარდა, საზოგადოებამ არ დაიჯერა, – ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, ე.წ. კამიტით თითქოსდა მოწამვლის თემაზე რადიკალების მორიგ კამპანიას. 

მისი თქმით, საზოგადოება მორიგ სიყალბეს არ და ვერ დაიჯერებს და რადიკალები ვერ შეძლებენ ამ თემიდან სკანდალის შექმნას. 

„საზოგადოება ვერც დაიჯერებდა იმიტომ, რომ იყო აშკარა ტყუილი და კიდევ ერთხელ ცდილობენ ამ თემიდან ახალი სკანდალის შექმნას. მაგრამ საბედნიეროდ, საზოგადოებამ ყველაფერი იხილა, გაიგო. ისიც დაინახა, რომ რეალურად ამ ამბავს იყენებდნენ ქვეყანაზე, სახელმწიფოზე, საზოგადოებაზე ჰიბრიდული შეტევის ერთ-ერთ კომპონენტად. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვეღარ შეძლებენ მსგავსი ტყუილებით საზოგადოება ემოციებზე წამოიკიდონ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა. 

ე.წ. „კამიტით“ მოწამვლის კამპანიის ჩავარდნის შემდეგ, ახლა ახალი კამპანია წამოიწყეს. თემის აქტუალიზაციისთვის გაავრცელეს ვიდეო – მიმართვა და დახმარებას საერთაშორისო პარტნიორებს სთხოვენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, კამპანიას იმისთვის, რომ თემა არ დაიხუროს და საკითხით სპეკულაციები გაგრძელდეს, ნიკა გვარამია ციხიდან ორკესტრირებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.