პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი ევროკომისიის მიერ არასამთავრობოების დაფინანსების ზრდაზე: წლების განმავლობაში, USAID-ი აფინანსებდა ექსტრემიზმს, არეულობას, რევოლუციურ სცენარებს, იგივე იქნება ახლაც – ჩვენ არაერთი კანონი მივიღეთ და მაქსიმალურად ვაკონტროლებთ მსგავს შემოდინებულ თანხებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა, ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისთვის განკუთვნილი დაფინანსების მასშტაბურ ზრდის გეგმა შეაფასა და აღნიშნა, რომ გაგრძელდება იგივე, რასაც USAID-ი აკეთებდა საქართველოში.

როგორც ჭეიშვილმა განაცხადა, კვლავ გაგრძელდება ექსტრემიზმის, რევოლუციური სცენარების და მიტინგების დაფინანსება, თუმცა, ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზეა და მაქსიმალურად გააკონტროლებს ქვეყანაში შემოსულ დაფინანსებას მიღებული კანონების შესაბამისად.

“USAID-ი რას ემსახურებოდა მსოფლიოში და მით უფრო, საქართველოში, ყველა კარგად ვხედავდით. საქართველოში რასაც აფინანსებდა USAID-ი – არეულობას, მიტინგებს, ხელისუფლების შეცვლის მცდელობას, იგივე ვერ განხორციელდება, რა თანხაც არ უნდა ჰქონდეს, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს მოწოდების სიმაღლეზეა. წლების განმავლობაში, USAID-ი აფინანსებდა ექსტრემიზმს, არეულობას, რევოლუციურ სცენარებს, იგივე იქნება ახლაც. ჩვენ არაერთი კანონი მივიღეთ და მაქსიმალურად ვაკონტროლებთ მსგავს შემოდინებულ თანხებს. [კანონებზე] გვერდის ავლის მცდელობები ექნებათ, ეს არ არის დღევანდელი სცენარი, ეს არის “დიფ სთეითის” გეგმის ერთ-ერთი ნაწილი, ეცდებიან, კანონმდებლობის გვერდის ავლით მოახდინონ თანხების შემოდინება, თუმცა, ჩვენ აუცილებლად მყისიერი რეაგირება და მაქსიმალური კონტროლი გვექნება ნებისმიერ შემოსულ დაფინანსებაზე.” – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.