პოლიტიკა

გია აბაშიძე: ფართოვდება იმ ევროპელ პოლიტიკოსთა სპექტრი, რომლებიც სამართლიანად ეჭვქვეშ აყენებენ ევროპარლამენტის იდეოლოგიურად გამოფიტული ჯფუფების პრეტენზიულ ნოტაციებსა და ფარისევლობას. რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი დასავლელი პოლიტიკური აქტორი აფიქსირებს, რომ რაღაც კი არადა, ყველაფერი დამპალა “ევროკრატიის სამეფოში“

x

ესტონელი ევროპარლამენტარი იააკ მედისონი აცხადებს: ALDE არის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც წევრი ქვეყნების პარტიებს ლექციებს უკითხავს, რომ ჩვენ არ მოგვწონს ის, რასაც თქვენ აკეთებთ, ჩვენ არ გვაინტერესებს არჩევნების შედეგები ან დემოკრატია, ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ჩვენი იდეოლოგია – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აბაშიძის თქმით, დასავლურ ფსევდოლიბერალურ მედიაში, მტაცებელი გლობალისტების დაკვეთით, კონსერვატიულ და პატრიოტულ ძალებს ე.წ. “ულტრებად” რაცხავენ ანდა ე.წ. “პრორუსულებად”. იმ ფონზე, როცა ბრიუსელის EUSSR არსებობის ბოლო ფაზაშია. ადრე თუ გვიან ამას ბალტიის თუ ევროპის სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებიც მიხვდებიან.

„ ფართოვდება იმ ევროპელ პოლიტიკოსთა სპექტრი, რომლებიც სამართლიანად ეჭვქვეშ აყენებენ ევროპარლამენტის იდეოლოგიურად გამოფიტული ჯფუფების პრეტენზიულ ნოტაციებსა და ფარისევლობას. რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი დასავლელი პოლიტიკური აქტორი აფიქსირებს, რომ რაღაც კი არადა, ყველაფერი დამპალა “ევროკრატიის სამეფოში”. სარკასტული კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ კოლეგების უსაქციელობა იწვნია იმ ქვეყნის, ესტონეთის ევროპარლამენტარმა, რომლის ოფიციოზი დღემდე უნამუსოდ თავს ესხმის ქართველი ხალხის სუვერენულ პოლიტიკურ არჩევანს. ესტონელი ევროპარლამენტარი იააკ მედისონი აცხადებს: ALDE არის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც წევრი ქვეყნების პარტიებს ლექციებს უკითხავს, რომ ჩვენ არ მოგვწონს ის, რასაც თქვენ აკეთებთ, ჩვენ არ გვაინტერესებს არჩევნების შედეგები ან დემოკრატია, ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ჩვენი იდეოლოგია. ესტონელ პოლიტიკოსს გაუჩნდა სერიოზული კითხვა – რამდენად შეუძლიათ ჟურნალისტებს შეინარჩუნონ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ან დამალონ სიმპათია გარკვეული პოლიტიკური ძალების მიმართ?! გაუგებარია, როგორ შეიძლება თავმოყვარე ჟურნალისტმა ან მედია სახლმა პარტიას, რომელსაც საზოგადოებაში თითქმის 50-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, ულტრამემარჯვენე უწოდოს სრულიად სერიოზული სახით. დასავლურ ფსევდოლიბერალურ მედიაში, მტაცებელი გლობალისტების დაკვეთით, კონსერვატიულ და პატრიოტულ ძალებს ე.წ. “ულტრებად” რაცხავენ ანდა ე.წ. “პრორუსულებად”. იმ ფონზე, როცა ბრიუსელის EUSSR არსებობის ბოლო ფაზაშია. ადრე თუ გვიან ამას ბალტიის თუ ევროპის სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებიც მიხვდებიან. არ დაუგვიანდეთ…“ – წერს აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.