პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: მაია სანდუს განცხადება მოლდოვას რუმინეთთან შეერთებაზე, არის დასავლეთის ახალი გეგმა, რაც ახალი ომის საწინდარია. სანდუმ კი, საკუთარი სამშობლო ჩააბარა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში მაია სანდუს იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც ემხრობა მოლდოვას რუმინეთთან შეერთებას. ანალიტიკოსი წერს, რომ უკრაინასა და მოლდოვას ვეღარ იღებენ ნატოში, სანდუს გაჟღერებული წინადადება კი დასავლეთის ახალი გეგმაა: „მაია სანდუს განცხადება მოლდოვას რუმინეთთან შეერთებაზე, არის დასავლეთის ახალი გეგმა, რაც ახალი ომის საწინდარია. მოლდოვას ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და, ბუნებრივია, გაერთიანების შემდეგ, რუსეთი ნატოს პირისპირ აღმოჩნდება. სწორედ ამ მიზეზით დაიწყო ომი რუსეთმა უკრაინასთან“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ის ხაზს უსვამს იმასაც, რომ მსგავსი გეგმა ჰქონდა დასავლეთს საქართველოსთან დაკავშირებით, თუმცა საქართველოს მთავრობამ და ხალხმა ეს გეგმა ჩაშალა.

“უკრაინის და მოლდოვას ნატოში გაწევრიანებას წერტილი მაია სანდუს განცხადებამ დაუსვა. ეს ისედაც ცხადი იყო, მაგრამ, თუ რისთვის იყო საჭირო უკრაინისა და მოლდოვას ნატოში გაწევრიანება, ესეც უკვე ყველასათვის ცხადი გახდა. გამოდის, რომ ნატოში გაწევრიანება არა იმდენად ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რამდენადაც დასავლეთის პოლიტიკური გეგმა, რომელიც მაღალ ფასიანი პროპაგანდის შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას “მოანდომეს”. დღეს კი, როცა უკვე სხვა გზა აღარ დარჩათ და ნატოში ვეღარ იღებენ ამ ქვეყნებს, ახალი გეგმა შემოაგდეს. მაია სანდუს განცხადება მოლდოვას რუმინეთთან შეერთებაზე, არის დასავლეთის ახალი გეგმა, რაც ახალი ომის საწინდარია. მოლდოვას ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ბუნებრივია, გაერთიანების შემდეგ რუსეთი ნატოს პირისპირ აღმოჩნდება. სწორედ ამ მიზეზით დაიწყო ომი რუსეთმა უკრაინასთან და ამავე მიზეზით გახსნის ცეცხლის ახალ ხაზს მოლდოვასთან. თუკი დღემდე გლობალურ პოლიტიკას კარგად შენიღბულს გვაწვდიდნენ, უკვე იმდენად გაშიშვლდა ყველაფერი, რომ აზრი აღარ აქვს “პოლიტიკურ შეფუთვას”, მაინც ყველაფერი ჩანს. უკრაინის მსგავსად, მოლდოვაც დასავლეთის ჩრდილოვანი მმართველების ახალი გეგმის მსხვერპლი გახდება. მათივე გეგმა იყო საქართველოს ჩათრევა ამ სამეულში, მაგრამ აქ გეგმა ჩაუშალა მთავრობამ და ქართველმა ხალხმა. ვნახოთ, რამდენად ბრძენი აღმოჩნდება მოლდოველი ხალხი და არ აყვება მაია სანდუს მიერ გახმოვანებულ ახალ პოლიტიკურ პროვოკაციას. ფაქტია, მოლდოვას პრეზიდენტმა ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა “რაღაცაში” გაცვალა, სანდუმ საკუთარი სამშობლო ჩააბარა” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.