ხელოვნება და კულტურა

საქართველოს ევროვიზია 2026-ზე საბავშვო ევროვიზია 2008-ის გამარჯვებული ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს

საქართველოს ევროვიზია 2026-ზე საბავშვო ევროვიზია 2008-ის გამარჯვებული ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს.

მუსიკალურ ჯგუფ „ბზიკების“ წევრები არიან გიორგი შიოლაშვილი, მარიამ თათულაშვილი და მარიამ კიკუაშვილი. მათ პოპულარობა ბავშვობაში მოიპოვეს, როდესაც 2008 წელს საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიის კონკურსში გაიმარჯვეს.

ჯგუფი 2008 წელს თბილისში ჩამოყალიბდა. მისი წევრები თავდაპირველად საბავშვო ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსზე ინდივიდუალურად წარდგნენ, თუმცა, ჟიურის გადაწყვეტილებით, ერთ ჯგუფად გაერთიანდნენ. იმ პერიოდში „ბზიკები“ კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილეები, 10 წლისანი იყვნენ.

„ბზიკებმა“ შიდაშესარჩევი ტური თბილისში დიდი უპირატესობით მოიგეს და 2008 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში მე-6 ნომრად წარდგნენ. მათმა სიმღერამ ორიგინალურობითა და ენერგიით დიდი გამოხმაურება მოიპოვა და ჯგუფი კონკურსის გამარჯვებული გახდა. მათ, საბავშვო ევროვიზიის ისტორიაში, საქართველოს პირველი გამარჯვება მოუტანეს. საბავშვო ევროვიზიაზე გამარჯვების შემდეგ ჯგუფმა გამოუშვა ალბომი „ზაბუზეი“, რომლის სიმღერებიც საქართველოში ბევრმა ბავშვმა იცის.

დაახლოებით 18-წლიანი მუსიკალური პაუზის შემდეგ „ბზიკები“ სცენაზე ბრუნდებიან უკვე ახალი მუსიკალური ხედვითა და შემოქმედებითი სტილით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებით, ჯგუფი საქართველოს ევროვიზია 2026-ზე, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში წარადგენს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი „ოპოიციურ ერთობაზე”: რადიკალები იმაზეც კი ვერ ჩამოყალიბდნენ, უნდა მიეღოთ თუ არა მონაწილეობა საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესში – ვინ შიგნით უნდა ყოფილიყო, ვინ – გარეთ და ვინ – კარებში, შესაბამისად, უკვე მათივე მხარდამჭერებიც ხვდებიან, რომ ისინი არაფრის გამკეთებლები არ არიან

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ლერი ბერიტაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლები 14 წლის ქალიშვილის გაუპატიურებით ემუქრებოდნენ – არასრულწლოვანს მამაზე ზეწოლის იარაღად იყენებდნენ

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: აფრასიძეების საქმე არის დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტი იმისა, თუ როგორ შეეძლო იმდროინდელ სახელმწიფო მანქანას სასამართლოსა და გამოძიების გარეშე, სამხედრო ვერტმფრენებითა და ასეულობით სპეცრაზმელით თავს დასხმოდა საკუთარ მოქალაქეებს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.