პოლიტიკა

გია აბაშიძე: საქართველოს უსაფრთხოების სისტემა ჩალით არ არის დაფარული და შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ევროკატიის მორიგ ავაზაკურ შემოტევას. ფიშერისა და მისნაირთა გამოკვეთილად ანტიქართულ ქმედებებს ბოლო უნდა მოეღოს

x

გერმანიის ე.წ.”ელჩის”, პეტერ ფიშერის საიდუმლო შეხვედრა ნაცრადიკალებთან და საქართველოში ირანული სცენარის გადმოღება ძალადობის წაქეზებით, ჩაფლავდება; ექსტრემიზმს აღკვეთენ ქართველი ოფიცრები. სულ ტყუილად დაიხარჯება რესურსები მარგინალი უსამშობლოების წვრთნაში – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, საქართველოს უსაფრთხოების სისტემა ჩალით არ არის დაფარული და შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ევროკატიის მორიგ ავაზაკურ შემოტევას.

მისი თქმით, ფიშერისა და მისნაირთა გამოკვეთილად ანტიქართულ ქმედებებს ბოლო უნდა მოეღოს.

„ გერმანიის ე.წ.”ელჩის”, პეტერ ფიშერის საიდუმლო შეხვედრა ნაცრადიკალებთან და საქართველოში ირანული სცენარის გადმოღება ძალადობის წაქეზებით, ჩაფლავდება; ექსტრემიზმს აღკვეთენ ქართველი ოფიცრები. სულ ტყუილად დაიხარჯება რესურსები მარგინალი უსამშობლოების წვრთნაში. საქართველოს უსაფრთხოების სისტემა ჩალით არ არის დაფარული და შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ევროკატიის მორიგ ავაზაკურ შემოტევას. ფიშერისა და მისნაირთა გამოკვეთილად ანტიქართულ ქმედებებს ბოლო უნდა მოეღოს! ცნობილი ხდება, რომ 15 იანვარს, გერმანიის საელჩოში, ელჩ პეტერ ფიშერთან შეხვედრა გამართეს რადიკალური ოპოზიციის სხვადასხვა დაჯგუფების წევრებმა.

მკაცრად გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე დამსწრე პირებს შორის იყვნენ აქტივისტები: ლუკა მიშველაძე, მეგი ფერაძე, არჩილ გოჩიტაშვილი, დავით სეხნიაშვილი, სერგეი ყანჩელი, ნიკოლოზ ხოსროშვილი, ანნი ფრიდონაშვილი, დავით ქაშიაშვილი. არსებული ინფორმაციით, პეტერ ფიშერი ოპოზიციის აქტივისტებს პროცესების რადიკალიზაციის აუცილებლობაზე ესაუბრა და მათ განუმარტა, რომ მსხვერპლის არსებობა გამოიწვევს მასობრივ და რადიკალურ პროტესტს, მაგალითად კი ირანში არსებული ვითარება მოიყვანა. უფრო კონკრეტულად, გერმანიის ელჩი აქტივისტებს უხსნიდა, რომ “დღევანდელი საპროტესტო ღონისძიებები მომავალში შედეგს არ მოიტანს, რის გამოც, აუცილებელია, რომ როგორც ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საპროტესტო აქციებს მოჰყვა ადამიანთა მსხვერპლი, რაც გადაიზარდა მასობრივი რადიკალურ პროტესტში – ასეთივე სცენარით განვითარდეს მოვლენები საქართველოში”. ცნობილი ხდება ისიც, რომ ფიშერმა, დამსწრე ორგანიზაციების შემდგომი დაფინანსების მოპოვებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კონტაქტი ექნება ლუკა მიშველაძესთან და სწორედ მას გააცნობს დაფინანსების დეტალებს. აღსანიშნავია, რომ ლუკა მიშველაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პარტიის, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრია. მის სოციალურ ქსელში ვხვდებით ელჩ ფიშერთან და რადიკალ აქტივისტ ანნი ფრიდონაშვილთან ერთად, გერმანიის გაერთიანების დღის საზეიმო მიღებაზე გადაღებულ ფოტოებსაც.“ – წერს აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.