პოლიტიკა

პეტერ ფიშერი – შევხვდი „საქართველოს ახალგაზრდულ გაერთიანებას“ და ფოტო გამოვაქვეყნე, დღეს „იმედი“ და „რუსთავი 2“ აცხადებენ, რომ შეხვედრა ფარული იყო და ირანის რადიკალური სცენარის წახალისება მოხდა, ეს სრული სიცრუეა

15 იანვარს გერმანიის საელჩოში შევხვდი „საქართველოს ახალგაზრდულ გაერთიანებას“ და ფოტო გამოვაქვეყნე. დღეს, „იმედი“ და „რუსთავი 2“ აცხადებენ, რომ შეხვედრა „ფარული“ იყო და „ირანის რადიკალური სცენარის“ წახალისება მოხდა. ეს სრული სიცრუეა. მსგავსი არაფრის განხილვა მომხდარა. გერმანიის სახელით ამ აგრესიულ დეზინფორმაციას უარვყოფ, – ამის შესახებ გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საუბარი იყო „ახალგაზრდების შეშფოთებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ გზა დაბლოკილია“.

„ვისაუბრეთ ახალგაზრდების შეშფოთებაზე განათლების რეფორმის, ღრმად პოლარიზებული გარემოს შესახებ, სადაც განსხვავებულ აზრს ღალატად აცხადებენ, რეალურად კი ეს დემოკრატიის არსს წარმოადგენს. კარგი მომავლისთვის ყველა ახალგაზრდა გვჭირდება“, – წერს ფიშერი X-ზე.

ცნობისთვის, „იმედმა“ და „რუსთავი 2″-მა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 15 იანვარს გერმანიის საელჩოში, ელჩ პეტერ ფიშერთან შეხვედრა გამართეს „რადიკალური ოპოზიციის სხვადასხვა დაჯგუფების წევრებმა“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.