პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი გერმანიის ელჩის რადიკალებთან შეხვედრაზე: ფიშერს შეუძლია, ერთ პატაკში დაწეროს ანგარიში ოპერაციის დაგეგმვაზე, მეორეში კი – მის ვერ განხორციელებაზე, ქართველი სპეცსამსახურების ეფექტიანი მუშაობის გამო

15 იანვარს გერმანიის საელჩოში გაიმართა, როგორც შეიძლება ვივარაუდოთ, ფერადი ინტელექტუალური სპექტაკლი ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ელჩ პეტერ ფიშერს შორის. ელჩმა, თავისი უკვე კლასიკური „გონების ოლიმპიური სიმაღლით“ აღჭურვილმა, აქტივისტებს ნაზად აუხსნა საპროტესტო რადიკალიზაციის სტრატეგიული აუცილებლობა, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ელჩის ყოველი მტრული ან აბსურდული ინიციატივა გამჭვირვალეა სამართალდამცავების თვალში; მისი მცდელობები რაიმე სახის „აეროკრიზისის“ შექმნაზე საქართველოში რეალურად მხოლოდ კომიკურ-ტრაგიკომიკურ სანახაობას ქმნის.

“15 იანვარს გერმანიის საელჩოში გაიმართა, როგორც შეიძლება ვივარაუდოთ, ფერადი ინტელექტუალური სპექტაკლი ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ელჩ პეტერ ფიშერს შორის. ელჩმა, თავისი უკვე კლასიკური „გონების ოლიმპიური სიმაღლით“ აღჭურვილმა, აქტივისტებს ნაზად აუხსნა საპროტესტო რადიკალიზაციის სტრატეგიული აუცილებლობა და ირანის ისტორიულ გამოცდილებაზე აპლიკაციური ანალოგიებით მიუთითა, თითქოსდა მსოფლიო პოლიტიკა მხოლოდ მისი თვალით არის გასაგები. შეხვედრის დამსწრეთა ნომენკლატურა წააგავს საკულტო თეორიული სემინარის მონაწილეთა სიას: ლუკა მიშველაძე, მეგი ფერაძე, არჩილ გოჩიტაშვილი, დავით სეხნიაშვილი, სერგეი ყანჩელი, ნიკოლოზ ხოსროშვილი, ანნი ფრიდონაშვილი და დავით ქაშიაშვილი. აღსანიშნავია, რომ მომავალი დაფინანსების „პრინციპულ-სტრატეგიული კვანძი“ ლუკა მიშველაძეა, პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ დამსახურებული წევრი. გენიალური „გეგმა-ინოვაცია“, რომლის ავტორიც ფიშერია, უკვე გამოჟონილია. დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი სახელმწიფო სამსახურები ზედმიწევნით ახორციელებენ მონიტორინგს. ელჩის ყოველი ვაბანკური, მტრული ან აბსურდული ინიციატივა გამჭვირვალეა სამართალდამცავების თვალში; მისი მცდელობები რაიმე სახის „აეროკრიზისის“ შექმნაზე საქართველოში რეალურად მხოლოდ კომიკურ-ტრაგიკომიკურ სანახაობას ქმნის. ბატონ ფიშერს შეუძლია, ცენტრისთვის განკუთვნილ ერთ პატაკში დაწეროს ანგარიში ოპერაციის დაგეგმაზე, მეორეში კი – მის ვერ განხორციელებაზე, ქართველი სპეცსამსახურებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი მუშაობის გამო. კიდევ ერთი საინტერესო კონტრასტი: ვინ უფრო სასაცილოდ გამოიყურება – მუდმივად ხელმოცარული გერმანიის ელჩი ფიშერი, თუ გრელანდიაზე ამერიკელების შესაძლო თავდასხმის მოგერიების მზადყოფნაში მყოფი გერმანელი ჯარისკაცი?” – წერს ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.