პოლიტიკა

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ლოპესი კაია კალასზე: თანამდებობისთვის შეუფერებელია

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ლოპესი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის ტვიტს გამოეხმაურა და მას თანამდებობისთვის შეუფერებელი უწოდა. ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, კალასის „ეს განცხადება და მისი ფორმულირება არასწორი, პოლიტიკურად გულუბრყვილო და სტრატეგიულად საშიშია”.

„ის სრულიად მოწყვეტილია დღევანდელ სამყაროს და ევროპის რეალურ ინტერესებს. როდესაც ასეთი სიტყვები ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისგან მოდის, ეს უბრალოდ შემაშფოთებელი კი არ არის, ეს ნიშნავს, რომ ის ამ თანამდებობისთვის შეუფერებელია“, – წერს ლოპესი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებს, რის შესახებაც კალასმა დაწერა, რომ “ჩინეთსა და რუსეთს ალბათ კარგი დღე აქვთ. სწორედ ისინი სარგებლობენ მოკავშირეებს შორის განხეთქილებით. ტარიფები ევროპისა და შეერთებული შტატების გაღარიბების რისკს აჩენს და ძირს უთხრის ჩვენს საერთო კეთილდღეობას”.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: განსაკუთრებით ირონიულია, როცა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ნიკა გვარამია აკრიტიკებს. ადამიანი, რომელიც მედიამენეჯერის პოზიციაზე 80 ათას ლარზე მეტ ხელფასს იღებდა, მაშინ, როცა ჟურნალისტებს კაპიკებს უხდიდა – ქველმოქმედების გაუფასურება ადვილია, როცა თავად არ გესმის, რას ნიშნავს საკუთარი ფულით ქვეყნისთვის და მომავალი თაობებისთვის რაიმეს გაკეთება 

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში უბრალოდ უკიდურესი უტიფრობაა და კიდევ ერთხელ ამხელს კოლექტიური ,,ნიკა გვარამიების” პოლიტიკურ და ადამიანურ სიბეცეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.