პოლიტიკა

ვოლსკი რუმინეთთან შეერთების შესახებ მოლდოვის ლიდერების განცხადებებზე: წარმოუდგენელია, რომ სახელმწიფოს მეთაურს შეუძლია უარი თქვას თავისი ქვეყნის სუვერენიტეტზე – რა მიიყვანა ამ მდგომარეობამდე მოლდოვა, რომ გადარჩენის პერსპექტივა არ აქვს?

რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე მოლდოვა, რომ პერსპექტივა არ გააჩნია გადარჩენის?, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ სუვერენიტეტის დათმობის საკითხთან დაკავშირებით მაია სანდუს განცხადებაზე საუბრისას. მისი თქმით, ამ თემაზე მძიმე პოლიტიკური შეფასებები უნდა გაკეთდეს.

„აბსოლუტურად წარმოუდგენელია ის, რომ სახელმწიფოს მეთაურს შეუძლია უარი თქვას თავისი ქვეყნის სუვერენიტეტზე. რუმინეთი და მოლდოვა ეთნიკურად ერთმანეთთან ახლოს არიან, თუ – არა, ეს მეორეხარისხოვანია; რა მიიყვანა ამ მდგომარეობამდე მოლდოვა, რომ პერსპექტივა არ გააჩნია გადარჩენის? მაია სანდუს განცხადება ნგრევის თავიდან არიდების ერთადერთ გზად არის წარმოსახული და აქედან გამომდინარეა ამ ვითარებაში ტრაგიზმი, მათ შორის, მძიმე პოლიტიკური შეფასებებიც გასაკეთებელია. რა გააკეთა ისეთი, რომ ასეთ მდგომარეობამდე მივიდა და ჩვენ რა არ გავაკეთეთ ისეთი, რომ ამ მდგომარეობამდე არ მივიდა საქართველო?“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრუ მუნტიანუმ განაცხადა, რომ ის, როგორც რიგითი მოქალაქე, რუმინეთთან გაერთიანების მომხრეა, თუმცა, როგორც მთავრობის თავმჯდომარე, ვალდებულია მოქალაქეების უმრავლესობის ხმას მიჰყვეს და ევროინტეგრაციაზე იმუშაოს.

მანამდე მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ თუ რუმინეთთან გაერთიანების საკითხი ოდესმე რეფერენდუმზე დადგება, ის გაერთიანებას დაუჭერს მხარს. მისი თქმით, მოლდოვისთვის სულ უფრო რთული ხდება დამოუკიდებლად „გადარჩენა“.

სუვერენიტეტის დათმობის საკითხზე მოლდოველი დეპუტატი ქვეყნის პრეზიდენტს მწვავედ აკრიტიკებს. „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ბოგდან ცერდიამ მაია სანდუ მიხეილ სააკაშვილსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეადარა და თქვა, რომ ისინი არიან ჯაშუშების დესანტი უცხო სახელმწიფოდან. რუმინეთთან მოლდოვის გაერთიანებას დეპუტატი ეწინააღმდეგება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.