პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე რატომ ჰქონდათ შეწყალების მოლოდინი, არ მესმის 

ის ფაქტი, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟი შეიქმნა, არის მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის პოლიტიკური თამაშები, – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ოპოზიციის მხრიდან შეწყალების აქტის დისკრედიტაციის მცდელობაზე კომენტირებისას.

როგორც ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გაუგებარია, ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლის დანაშაული, არ აღიარებენ სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობას, რატომ ელიან შეწყალებას პრეზიდენტის მხრიდან. 

„იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე და არ მოუნანიებიათ, პირიქით ძალიან ამაყად აცხადებენ, რომ არ ნანობენ ჩადენილს, სწორად მოიქცნენ და ფუთავენ თავიანთ დანაშაულს გამოგონილი, ვითომ პოლიტიკური მიზნებით, რომელიც ძალიან ხშირ შემთხვევაში არის სისხლის სამართლის და ზოგ შემთხვევაში ადმინისტრაციული, რატომ ჰქონდათ შეწყალების მოლოდინი, არ მესმის და ეს ჩემთვის გაუგებარია. 

ის ფაქტი, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟი შეიქმნა, არის მხოლოდ და მხოლოდ მათი პოლიტიკური თამაშები, რომელსაც არავითარი შედეგი არ მოსდევს იმიტომ, რომ არ არის რეალურ ობიექტურ და სამართლებრივ ვარაუდებზე და არგუმენტებზე დაფუძნებული. კიდევ ერთი რამ არის ჩემთვის გაუგებარი – თუ ისინი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო არალეგიტიმურია და მას არალეგიტიმური ინსტიტუციები მართავენ, არ აღიარებენ პრეზიდენტს, მაშინ რატომ მოითხოვენ მისგან შეწყალებას და იმ ძალაუფლების გამოყენებას, რომელიც ჩვენს პრეზიდენტს ამ კონკრეტულ შემთხვევაში გააჩნია. ისევ და ისევ გაუგებარი და აბსურდულია მათი მიდგომები,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.