პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: დღეს ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც შეწყალების უფლებას არ იყენებს პარტიული ინტერესებით ან პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით. ამ აქტს საზოგადოებრივი და ადამიანური ღირებულება აქვს, თუმცა ოპოზიციის მხრიდან ჩვეულ ნორმად იქცა ამ თემაზე პოლიტიკური ქილიკი

მადლობა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, რომ საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას პასუხისმგებლობით და ჰუმანურად იყენებს და ათეულობით ადამიანს მისცა შესაძლებლობა, დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში და დაიწყოს ახალი ეტაპი ცხოვრებაში, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

მისივე თქმით, დღეს ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც შეწყალების უფლებას არ იყენებს პარტიული ინტერესებით ან პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით.

„საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ათეულობით პატიმარი შეიწყალა. შეწყალების აქტი ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც თან ახლავს პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებას. მნიშვნელოვანია, რომ შეწყალება არ არის ფორმალური ჟესტი ან ემოციური ნაბიჯი. თითოეული საქმე დეტალურად განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს მკაფიო რწმენა, რომ კონკრეტული ადამიანის გათავისუფლება არ წარმოადგენს საფრთხეს და მას რეალურად შეუძლია საზოგადოებაში დაბრუნება. დღეს ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც შეწყალების უფლებას არ იყენებს პარტიული ინტერესებით ან პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით. ამ აქტს საზოგადოებრივი და ადამიანური ღირებულება აქვს თუმცა ოპოზიციის მხრიდან ჩვეულ ნორმად იქცა ამ თემაზე პოლიტიკური ქილიკი. წლებია მათ ერთნაირი ნარატივი აქვთ და ერთსა და იმავე სცენარს იმეორებენ, მათთვის შეწყალება ყოველთვის პოლიტიკური ინსტრუმენტია, როგორც ეს წარსულში, სააკაშვილის პერიოდში იყო. თუმცა ფაქტები სხვას აჩვენებს: დღეს შეწყალება არ ემსახურება პოლიტიკურ მიზნებს და არ არის პოლიტიკური იარაღი პრეზიდენტის ხელში. მადლობა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, რომ საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას პასუხისმგებლობით და ჰუმანურად იყენებს და ათეულობით ადამიანს მისცა შესაძლებლობა, დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში და დაიწყოს ახალი ეტაპი ცხოვრებაში“, – წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.