პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი – ვხედავთ, რა ხდება ევროკავშირში, ნატო-ში და ამერიკა-ევროპის ურთიერთობებში, ისინი ვერ ლაგდებიან და ვის აქვს იმედი, რომ ჯაფარიძე, გვარამია და ხაზარაძე შერიგდებიან?

x

„ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, ოპოზიციაში ვერანაირი გაერთიანება ვერ შედგება.

მაჭარაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობის“ ფილიალებს, ხელისუფლებაში მოსვლის გარდა, სხვა ამოცანა არ აქვთ, რის გამოც საკუთარი ამომრჩევლებიც კი მხარს აღარ უჭერენ.

„არ ვიცი, კიდევ ვის სჯერა, რომ „ნაცმოძრაობის“ ფილიალები გაერთიანდებიან. ვხედავთ, რა ხდება ევროკავშირში, ნატო-ში და ამერიკა-ევროპის ურთიერთობებში. სამწუხაროდ, ისინი ვერ ლაგდებიან იქ და ვის აქვს იმედი, რომ ახლა ჯაფარიძე, გვარამია და ხაზარაძე შერიგდებიან ან რაიმე ერთ პლატფორმაზე დადგებიან, როცა აქამდე ვერაფერი გააკეთეს? არ გამოვა ეს გაერთიანება, რადგან მათ ეროვნული ამოცანა არ აქვთ. აქ მთავრდება ყველაფერი. ეროვნული ამოცანა როცა არ გაქვს, ხელისუფლებაში მოსვლის გარდა, სხვა მიზანი არ გაქვს, ვერაფერში გაერთიანდები. ამიტომაც არის, რომ მათი ამომრჩევლებიც კი მხარს აღარ უჭერენ ამ ადამიანებს. მხოლოდ და მხოლოდ რადიკალიზმი, გაყოფა, გახლეჩა, სიბნელე და ცუდი მომავალი – ყველაფერი ესაა მათ დღის წესრიგში და, ბუნებრივია, ამ ყველაფრის მიმართ გაერთიანება ვერ შედგება. სალომე ზურაბიშვილს რაც შეეხება, ყოველთვის ვამბობდი და ახლაც მივესალმები, რომ სათავეში ჩაუდგეს ამ გაერთიანებას, რადგან ეს ადამიანი წარუმატებლობის ფორმულაა, და ძალიან კარგია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.