პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: კარტელური გარიგება არ ნიშნავს მაინც და მაინც იმას, რომ რაიმე სახის დოკუმენტია გაფორმებული. ეს არის გარიგება, როდესაც ბაზრის რამდენიმე მსხვილი მოთამაშე ერთსა და იმავე პირობებს სთავაზობს ბაზარს ისე, რომ მიმღებ მხარეს სხვა გამოსავალს არ უტოვებს

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფა და შესაბამისი კანონმდებლობის შექმნა, რომელიც საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებულ ფასებს და მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესებს დაიცავს. „სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის პირობების უზრუნველყოფა“, — განაცხადა დეპუტატმა და განმარტა რა რისკებს ქმნის ბაზარზე ძალაუფლების კონცენტრაცია და რატომ არის მნიშვნელოვანი კარტელური გარიგებების გამოვლენა და სამართლებრივი რეაგირება.

„სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის პირობების უზრუნველყოფა და ასეთი პირობების უზრუნველყოფისთვის საჭიროა სწორედ ისეთი კანონმდებლობის შექმნა, რომელიც შედეგად მოიტანს ფასების დარეგულირებას საბაზრო პრინციპების შესაბამისად, სადაც ასევე დაცული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესები — როგორც მწარმოებლების, ასევე მიმწოდებლების თუ ცალკეული იმპორტიორების.

ესეც მნიშვნელოვანია, რომ ბაზრის ყველა მონაწილეს თანაბარი კონკურენციისა და მოპყრობის იმედი ჰქონდეს, რომ ფასები განისაზღვროს საბაზრო პრინციპების შესაბამისად და არა იმიტომ, რომ რამდენიმე მსხვილი მონაწილე ფლობს ძალაუფლებას და აქვს საშუალება, რომ ფასები გაზარდონ. საქმე ეხება კარტელურ გარიგებებს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ კარტელური გარიგება არ ნიშნავს მაინც და მაინც იმას, რომ რაიმე სახის დოკუმენტია გაფორმებული. ეს არის გარიგება, როდესაც ბაზრის რამდენიმე მსხვილი მოთამაშე ერთსა და იმავე პირობებს სთავაზობს ბაზარს ისე, რომ მიმღებ მხარეს სხვა გამოსავალი არ გააჩნია, რადგან სხვა ეკონომიკური აქტორი არ არსებობს და უწევს ასეთ კაბალურ პირობებზე დათანხმება. ამ კომისიის მიზანი სწორედ ეს არის — რომ ასეთი ტიპის სისტემური დარღვევები, რომლებიც არ შეესაბამება საბაზრო პრინციპებს, გამოვავლინოთ და, ჩემი აზრით, პარლამენტის სპეციალური კომისიის ამოცანა უნდა იყოს, რომ ასეთ შემთხვევებს დაუპირისპიროს შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო“, — განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.