პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: პრემიერის ინიციატივის გაჟღერებისთანავე, წამოვიდა სიძულვილის ენის ნიაღვარი, პროცესის თავშივე აბუჩად აგდება – ჩემთვის, ამ პოლიტიკურ ძალებთან წარმოუდგენელია საუბარი, იმიტომ, რომ მათი მიზანია დამხობა და რადიკალიზმი

სულ ცოტა ხნის წინ, პრემიერმა გამოთქვა სურვილი და გამოხატა მმართველი გუნდისგან მზაობა, პოლიტიკურ აქტორებს შორის დებატების შესახებ. ეს როგორც მოგეხსენებათ შეამცირებს პოლარიზაციას და გააჯანსაღებს პოლიტიკურ ველს, – წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, დრომ დაამტკიცა რომ “ქართული ოცნება” შედეგზე ორიენტირებული, სტაბილური, მომავალზე გათვლილი და პრაგმატული პოლიტიკური გუნდია, მეორე მხარეს კი, პრემიერის ინიციატივის გაჟღერებისთანავე, წამოვიდა სიძულვილის ენის ნიაღვარი, რადიკალიზაციის წახალისება, დებატების აბუჩად აგდება. შესაბამისად, გამსახურდია მიიჩნევს, რომ ამ ოპოზიციურ ძალებთან შეუძლებელია საუბარი, ვინაიდან, მათი მიზანია დამხობა და რადილაკიზმი, პოლიტიკური პროცესის ცივილიზებულ სივრცეში გადატანის ნაცვლად.

“სულ ცოტა ხნის წინ, პრემიერმა გამოთქვა სურვილი და გამოხატა მმართველი გუნდისგან მზაობა, პოლიტიკურ აქტორებს შორის დებატების შესახებ. ეს როგორც მოგეხსენებათ შეამცირებს პოლარიზაციას და გააჯანსაღებს პოლიტიკურ ველს. მოხდება ფოკუსირება რეალურ პრობლემებზე, გამოწვევებზე და მიეხმარება მხარეებს მოძებნონ საერთო ძალისხმევით პრობლემების გადაჭრის გზები. პრემიერი კობახიძე და ქართული ოცნების გუნდი, დრომ დაამტკიცა რომ არიან შედეგზე ორიენტირებული, სტაბილური, მომავალზე გათვლილი და პრაგმატული პოლიტიკური გუნდი, რომლის მთავარი სიმძიმის ცენტრი, რა თქმა უნდა გახლავთ ბიძინა ივანიშვილი. ეხლა ვნახოთ, რა ხდება მეორე მხარეს? პრემიერის ინიციატივის გაჟღერებისთანავე, წამოვიდა სიძულვილის ენის ნიაღვარი, პროცესის თავშივე აბუჩად აგდება, რადიკალიზაციის წახალისება, დებატებში კონკრეტული პირების მოთხოვნა, თავიანთი თამაშის წესები და არა საერთო წესები და ა.შ. ჩემთვის პირადად, ამ პოლიტიკურ ძალებთან, მათი ამ შემართებიდან გამომდინარე, წარმოუდგენელია საუბარი, იმიტომ რომ ამ ხალხის მიზანი არ არის დებატები და პოლიტიკური პროცესის ცივილიზებულ სივრცეში გადატანა, ამ ხალხის მიზანია, დამხობა და რადიკალიზმი, თავისთავად მათი პატრონების დაკვეთით და დაფინანსებით.” – წერს გიორგი გამსახურდია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: განსაკუთრებით ირონიულია, როცა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ნიკა გვარამია აკრიტიკებს. ადამიანი, რომელიც მედიამენეჯერის პოზიციაზე 80 ათას ლარზე მეტ ხელფასს იღებდა, მაშინ, როცა ჟურნალისტებს კაპიკებს უხდიდა – ქველმოქმედების გაუფასურება ადვილია, როცა თავად არ გესმის, რას ნიშნავს საკუთარი ფულით ქვეყნისთვის და მომავალი თაობებისთვის რაიმეს გაკეთება 

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში უბრალოდ უკიდურესი უტიფრობაა და კიდევ ერთხელ ამხელს კოლექტიური ,,ნიკა გვარამიების” პოლიტიკურ და ადამიანურ სიბეცეს

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: სხვა ვინ უნდა ამოერჩიეთ სამიზნედ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ნიკა გვარამიას თქმით, თურმე მოგებას ნახულობდა, როდესაც ხელფასებს უხდიდა და აღჭურვილობას ყიდულობდა იმათთვის, ვისაც მაშინ სახელმწიფო ვერ წვდებოდა

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.