პოლიტიკა

„ემბისი ჯორჯიას“ დირექტორი- მთავრობამ სურსათზე დიფერენცირებული დღგ უნდა დააწესოს, რაც ფასებს შეამცირებს. შაქარი, მარილი, მაკარონი… ამას რად უნდა ამდენი წელი, ათწლეულები ამაზე საუბარი და ამაზე ფიქრი

მწარმოებლების ნაწილი ამბობს, რომ სასურსათო პროდუქციის გაიაფების ერთ-ერთი სწრაფი გზა მთავრობის მხრიდან რიგი გადასახადების, მათ შორის დღგ-ს გადახედვა იქნება.

როგორც პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის „ემბისი ჯორჯიას“ დირექტორმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, მთავრობამ რიგ პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციაზე დიფერენცირებული გადასახადი უნდა შემოიღოს და დღგ-ს განაკვეთი შეამციროს.

ალექსანდრე რატიშვილი ამბობს, რომ სურსათის ფასზე ბევრი კომპონენტი მოქმედებს, თუმცა გადასახადის შემცირება ყველაზე სწრაფი გზაა, რომ ფასები მოკლე ვადაში შემცირდეს.

„ათწლეულებია ეს პრობლემა დგას ამ ქვეყანაში და მოგვწონს თუ არ მოგვწონს, რა ფორმით და როგორ იქნა ეს გაცხადებული, ერთი რამ ფაქტია – საკითხი საჭიროებდა ძალიან სერიოზულ მიხედვას, მოგვარებას და როგორც იქნა, ამ საკითხზე ძალიან სერიოზული ჩართულობა დავინახეთ ხელისუფლების მხრიდან.

მე როგორც ბიზნესმენი, არ განვიხილავ, რომ აქ პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ ერთი ფაქტორია, თუნდაც რითეილერები. არა, რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი პრობლემაა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ამ საკითხში, მაგრამ აქ ბევრი სხვა ფაქტორიც არსებობს. მაგალითად, სამწუხარო რეალობაა, რომ 30 წელზე მეტია ეს ქვეყანა დამოუკიდებელია და საქართველო ძირითად სამომხმარებლო პროდუქტებზე რჩება იმპორტდამოკიდებულ ქვეყნად. ეს ძალიან სერიოზული ფაქტორია, ისეთი ფაქტორია, რომელზეც ზეგავლენას ჩვენ ვერანაირად ვერ ვახდენთ. მსოფლიო ბაზრების სიტუაციიდან გამომდინარე ფასები იცვლება, იქ გაძვირდება – ჩვენთანაც გაძვირდება და ა.შ. ამას ემატება ლოგისტიკური ხარჯები, განბაჟების, დასაწყობების ხარჯები და ა.შ.

მაგალითად, რა შეუძლია სახელმწიფოს ხვალვე გააკეთოს, გადასახადების ნაწილს გადახედოს, ხომ? აქ არის საუბარი იმ სამომხმარებლო პროდუქტებზე, განსაკუთრებით კვების და ფარმაცევტულ პროდუქტებზე, რომლებიც მოსახლეობის უმეტესობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეგვიძლია გადავხედოთ ისეთ გადასახადს, როგორიც არის დღგ. შეიძლება დიფერენცირებული გადასახადის თემა შემოვიღოთ, ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, დღგ-ს შემცირებას.

შაქარი, მარილი, მაკარონი… ამას რად უნდა ამდენი წელი, ათწლეულები ამაზე საუბარი და ამაზე ფიქრი, ეს ხომ ცხადი და აშკარაა, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ეს იქნება უზარმაზარი შეღავათი, იგივე ბიზნესმენებისთვის. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს ფასის დაწევას“, – განაცხადა ალექსანდრე რატიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში უბრალოდ უკიდურესი უტიფრობაა და კიდევ ერთხელ ამხელს კოლექტიური ,,ნიკა გვარამიების” პოლიტიკურ და ადამიანურ სიბეცეს

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: სხვა ვინ უნდა ამოერჩიეთ სამიზნედ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ნიკა გვარამიას თქმით, თურმე მოგებას ნახულობდა, როდესაც ხელფასებს უხდიდა და აღჭურვილობას ყიდულობდა იმათთვის, ვისაც მაშინ სახელმწიფო ვერ წვდებოდა

პოლიტიკა

გაგა კახიანი: ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ბიუჯეტი გაღლეტილი იყო, აფინანსებდა პოლიციელებისა და მასწავლებლების ხელფასებს. უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისათვის, პირადი სახსრები, 3.5 მილიარდი დოლარი დახარჯა ქველმოქმედებაში და ამ თანხიდან 1 თეთრი საქართველოში არ უშოვია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.