პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ჯეი დი ვენსის აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტზე: ჩადის იქ, სადაც აშშ-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და მათ შორის ეკონომიკურ, ფინანსურ, სავაჭრო თემებთან დაკავშირებული პროექტები კონკრეტულ ეტაპზეა მისული

ჩადის იქ, სადაც აშშ-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და მათ შორის ეკონომიკურ, ფინანსურ, სავაჭრო თემებთან დაკავშირებული პროექტები კონკრეტულ ეტაპზეა მისული, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის აზერბაიჯანსა და სომხეთში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით. 

ვოლსკის თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ მთლიანობაში, სამხრეთ კავკასიაში წამყვანი როლი აქვს საქართველოს.

„ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის, პირადად პრეზიდენტის ძალისხმევით შექმნილი გარკვეული პოზიტიური ტენდენცია იმ დერეფნის სახით და პრაქტიკულად მოგვარებული, ბოლოსკენ წასული კონფლიქტი, რომელზეც ასეთი ხმამაღალი განცხადებები გაკეთდა, მათ შორის სულ ახლახან დავოსის შეკრებაზე. 

ანუ, ჩამოდის იქ, სადაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი და მათ შორის ეკონომიკურ, ფინანსურ, სავაჭრო თემებთან დაკავშირებული პროექტები კონკრეტულ ეტაპზეა მისული. რასაკვირველია, უნდა ვიგულისხმოთ, რომ საქართველო, რომელიც რეალური ისტორიის მქონე ქვეყანაა, ალტერნატიული დერეფნის მფლობელი ფაქტობრივად, რეალურად ეს არის, მაგრამ არსებობს გარკვეული ნიუანსები, რამაც შესაძლოა ჯერჯერობით ამერიკის შეერთებულ შტატებს აფიქრებინოს, რომ ამ საკითხისთვის, რაღაც მოცულობითი საკითხებისთვის ჯერჯერობით არ არის ორმხრივი ურთიერთობა მზად.

თუმცა, ორი საკითხი მინდა გამოვკვეთო. პირველი, ყველამ კარგად იცის, რომ მთლიანობაში, სამხრეთ კავკასიაში წამყვანი როლი აქვს საქართველოს. ძალიან პოზიტიურად განიხილება ჩვენთანაც ის, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების პერსპექტივა პრაქტიკულად ნულამდე დაეცა. ეს ჩვენთვის ძალიან მისაღებია. საერთოდ, სისტემა გადაზიდვების და დერეფნების, ერთიანი სისტემა, რასაკვირველია მოიაზრებს კი არა, რეალობას თუ შევხედავთ, ის არის, რომ სწორედაც საქართველო რჩება მნიშვნელოვანი ინვესტიციების სფეროდ. თუნდაც, აზერბაიჯანის ან სხვა მოთამაშეების მხრიდან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ამ დერეფნების განვითარებაში. ეს არის მოცემულობა. ამ მოცემულობასთან დაკავშირებით ჩვენ რა კითხვებიც გვქონდა, ვთქვით უკვე. კითხვებზე მეტად კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, გავაჟღეროთ როგორც იტყვიან ხოლმე, ის პოზიცია, რასაც ჰქვია მზადყოფნა, რომ დავიწყოთ ურთიერთობა, რომელიც კვლავ დააბრუნებს სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატში ქართულ-ამერიკულ დამოკიდებულებას“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.