პოლიტიკა

დებატებთან დაკავშირებით სწორი ინიციატივაა, ცოტა დაგვიანებული, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მოუთმენლად ველით დისკუსიებს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე – ეკონომიკაზე, საგარეო პოლიტიკაზე

მოუთმენლად ველით დისკუსიებს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე – ეკონომიკაზე, საგარეო პოლიტიკაზე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ დებატები მრავალფეროვანი იქნება, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი იქნება და ისეთი ფორმატით ჩამოყალიბდება, სადაც შეიძლება პოზიციის მკაფიოს გაშლა, რათა ამომრჩეველმა დაინახოს განსხვავებები.

„ველოდებით ფორმატებს, ველოდებით რომელ ტელევიზიებში მოხდება ეს, რაც უფრო მეტ ტელევიზიაში იქნება და რაც უფრო ხშირად ჩატარდება დებატები, მით უკეთესი. ჩვენ ნამდვილად მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ, ზოგადად, სულ ვამბობდით, დებატები აუცილებელია და სულ მოწადინებული ვიყავით. მაშინაც კი, როცა ფორმატები ან რაღაც სხვა გარემოება არ მოგვწონდა, მაინც ვიღებდით მონაწილეობას იმიტომ, რომ დებატების გარეშე წარმოუდგენელია ნორმალური პოლიტიკური პროცესი“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

მისი თქმით, დებატებთან დაკავშირებით რაღაც წინაპირობების წაყენება არის მცდელობა, გაექცე პასუხისმგებლობას ან მერე უარი თქვა საუბარზე, რომელიც არ გინდა, შედგეს.

„ჩვენთვის საუბრის მნიშვნელობა იმდენად მაღალია, რომ არანაირ წინაპირობებს არ დავაყენებთ. მაშინაც, როცა ფორმატები შეიძლება, არ მოგვწონდეს, ვეცდებით, მათ შორის დებატების პროცესში გავამახვილოთ ყურადღება შესაძლო ცვლილებებზე. საბოლოო ჯამში მთავარია, დისკუსია დაიწყოს და მერე გამოჩნდება, ვინ არის მართალი, ვინ მტყუანი და საერთოდ, როგორ უნდა წარიმართოს ასეთი დებატები. დარწმუნებული ვარ, ბევრ პოლიტიკოსს უნარებიც კი აქვს დაკარგული დებატების, იმდენად დიდი ხანია, დებატები არ გვქონია ქვეყანაში“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.