პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ – მზადყოფნას გამოვთქვამთ, მონაწილეობა მივიღოთ საჯარო დებატის ფორმატებში, რომლებსაც შექმნის ქართული მედია ან ხელისუფლება, სამთავრობო თუ საპარლამენტო დონეზე

პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ მზადყოფნას გამოთქვამს, მონაწილეობა მიიღოს საჯარო დებატის ფორმატებში, რომლებსაც შექმნის ქართული მედია ან ხელისუფლება სამთავრობო თუ საპარლამენტო დონეზე, – ამის შესახებ პარტიის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, წლების განმავლობაში შეზღუდული იყო ხელისუფლებასთან ოპონირებისა და ალტერნატიული აზრის გამოხატვის სივრცე, რადგან ქვეყანა იმყოფებოდა პერმანენტულ რევოლუციურ რეჟიმში.

„პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქართული პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებაა. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, ქართველ ხალხს მომდევნო არჩევნებზე მიეცეს შესაძლებლობა, არჩევანი გააკეთოს არა უცხო ძალების აგენტურის რევანშის შეკავების აუცილებლობიდან გამომდინარე, არამედ პოლიტიკური პარტიების მიერ შეთავაზებული ხედვებისა და პროგრამების მიხედვით. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში შეზღუდული იყო ხელისუფლებასთან ოპონირებისა და ალტერნატიული აზრის გამოხატვის სივრცე, რადგან ქვეყანა იმყოფებოდა პერმანენტულ რევოლუციურ რეჟიმში. ხელისუფლებას ოპონირება უწევდა უცხო ქვეყნების და გაერთიანებების წარმომადგენლებთან, რომლებიც ღიად და უხეშად ერეოდნენ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში.

დებატისთვის საუკეთესო პლატფორმა საკანონმდებლო ორგანოა, რომელიც ამ ფუნქციას ვერ ასრულებს, რადგან ბარიერგადალახული ოთხი პარტიიდან სამმა, ქვეყნის გარედან მიღებული დავალების შესაბამისად, უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე. ცხადია, იმ პირობებში, როდესაც ერთი მხარე მეორეს „მოლოტოვის კოქტეილს“ ესვრის და ადმინისტრაციული შენობების გადაწვას ცდილობს, შეუძლებელია, არსებობდეს ჯანსაღი დისკუსიის გამართვის სივრცე. ამიტომ უპირველესად აუცილებელია, დროულად დასრულდეს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნის შედეგად დაწყებული სასამართლო პროცესი და „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადების საფუძველზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება, რათა პოლიტიკური საქმიანობა შეეზღუდოთ ჯგუფებს, რომლებიც 2004 წლიდან ემსახურებიან საქართველოსადმი მტრულად განწყობილ ძალებს და რომლებსაც ჩადენილი აქვთ უმძიმესი დანაშაულები ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ.

რამდენიმე დღის წინ სასურსათო პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით ჩვენმა პარტიამ ხელისუფლებას წარუდგინა ალტერნატიული ხედვა, რომელიც პრობლემის გრძელვადიანი გადაჭრისთვის საჭირო ნაბიჯებს მოიცავს. აღნიშნულ თემაზე მიმდინარე პროცესიც ადასტურებს ჯანსაღი და კვალიფიციური დისკუსიის არსებობის აუცილებლობას, ისევე როგორც ქვეყნისთვის სხვა მნიშვნელოვანი შიდა თუ საგარეო პოლიტიკის საკითხები ითხოვს ფართო მსჯელობას, რადგან ვიმყოფებით დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებების ეპოქაში, რომლის შედეგადაც იქმნება ახალი მსოფლიო წესრიგი. ამ ფონზე კი, ხელისუფლების საგარეო პრიორიტეტები რჩება იმ წესრიგის შესაბამისობაში, რომელიც ნგრევას განიცდის და წარსულის კუთვნილება ხდება.

პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ მზადყოფნას გამოთქვამს, მონაწილეობა მიიღოს საჯარო დებატის ფორმატებში, რომლებსაც შექმნის ქართული მედია ან ხელისუფლება სამთავრობო თუ საპარლამენტო დონეზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.