პოლიტიკა

დავით დარჩიაშვილი – მინეაპოლისში სროლებს კიდევ ერთი შედეგი აქვს: ამერიკელი სამართალდამცავები და ამერიკული სამართალდაცვა ვეღარავისთვის იქნება ცივილიზებულობის მაგალითი, ამერიკა ყოველდღიურად ანგრევს იმ საფუძვლებს, რაზეც იდგა აქამდე იმიჯის დონეზე მაინც

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი იდეოლოგი, დავით დარჩიაშვილი, მინეაპოლისში, ფედერალურ აგენტებსა და პროტესტის მონაწილეებს შორის შეტაკებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ამერიკელი სამართალდამცავები და ამერიკული სამართალდაცვა ცივილიზებულობის მაგალითი ვეღარავისთვის იქნება.

დარჩიაშვილის შეფასებით, აშშ, ყოველდღიურად ანგრევს იმ საფუძვლებს, რაზეც აქამდე იმიჯის დონეზე მაინც იდგა. ასევე, მას “ველური არაპროფესიონალიზმის” მაგალითად მოჰყავს ოფიცრების ხელმძღვანელის მიერ, გამოძიების დასრულებამდე მსხვერპლისთვის ტერორისტობის დაბრალება.

“მინეაპოლისში სროლებს (უკვე მეორე ადამიანია მოკლული ფედერალური სააგენტოს ოფიცრების ხელით) კიდევ ერთი შედეგი აქვს: ამერიკელი სამართალდამცავები და ამერიკული სამართალდაცვა ვეღარავისთვის იქნება ცივილიზებულობის მაგალითი. ამერიკა ყოველდღიურად ანგრევს იმ საფუძვლებს, რაზეც იდგა აქამდე იმიჯის დონეზე მაინც: კაცს ჯერ ართმევენ იარაღს, რომლის ტარების კანონიერი უფლება ჰქონდა. ის ნერვიულობს, წინააღმდეგობას წევს, როდესაც თავზე ოფიცრები აზიან და, ამ მოტივით, თუ სრულიად გაუწვრთნელობის გამო, რამდენიმე ოფიცერი მას ცხრილავს. კი მქონდა ნანახი ასეთი რამეები, მაგრამ მარტო მართლა მემარცხენე რეჟისორების მიერ გადაღებულ ამერიკულ ფილმებში. ახლა ეს ლაივში ხდება. ხო, კიდევ ერთი მაგალითი ველური არაპროფესიონალიზმის: ამ ოფიცერთა ხელმძღვანელი გამოძიებას არ ელოდება და ისევ მსხვერპლს აბრალებს ტერორისტობას.”

ცნობისთვის, 24 იანვარს მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის (DHS) ცნობით, იმიგრაციის და საბაჟო აღსრულების (ICE) აგენტებმა მამაკაცს, რომელიც მათ ცეცხლსასროლი იარაღით უახლოვდებოდა, თავდაცვის მიზნით გაუხსნეს ცეცხლი. შემთხვევას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც მინეაპოლისში მომხდარ მკვლელობაში, პასუხისმგებლობას ქალაქი მერს და მინესოტის გუბერნატორს აკისრებს და მათ „აჯანყების წაქეზებაში“ ადანაშაულებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.