პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე პარლამენტში, შესაბამისი კვოტებით შეიქმნება ფასების რეგულირებაზე მომუშავე საგამოძიებო კომისია

x

სამომხმარებლო ფასების რეგულირების საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე მედიასთან ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე, პარლამენტში შეიქმნება ფასების რეგულირებაზე მომუშავე საგამოძიებო კომისია, სადაც ფასებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე დაბარებული იქნებიან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ფიზიკური და იურიდიული პირები.

„საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე პარლამენტში, შესაბამისი კვოტებით შეიქმნება ფასების რეგულირებაზე მომუშავე საგამოძიებო კომისია. ბუნებრივია, რომ ფასების რეგულირება ვერ მოხდება, თუ ბაზრის კვლევა არ ჩატარდა და შესაბამისი ადამიანები არ იქნებიან გამოკითხული. მანამ, სანამ საპარლამენტო კომისია შეიქმნება, სამთავრობო კომისიის მიერ უკვე ჩატარებული იქნება გარკვეული სამუშაოები, შესაძლოა არსებობდეს წინასწარი ანალიზიც, რაც ბუნებრივია, ხელს შეუწყობს საპარლამენტო კომისიის მუშაობას. კომისიის სხდომებზე დაბარებული იქნებიან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც კომისიის მიერ გამოიკითხებიან ფასებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე. მათგან ჩვენ უნდა მივიღოთ ინფორმაცია, იმის შესახებ, თუ რატომ არის ფასებში ასეთი დიდი სხვაობა, საქართველოში და ევროპის წამყვან ქვეყნებში არსებულ პროდუქციას შორის. სამწუხაროდ ჩვენთან მოგების ძალიან დიდი მარჟაა, რასაც მიხედვა სჭირდება,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: განსაკუთრებით ირონიულია, როცა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ნიკა გვარამია აკრიტიკებს. ადამიანი, რომელიც მედიამენეჯერის პოზიციაზე 80 ათას ლარზე მეტ ხელფასს იღებდა, მაშინ, როცა ჟურნალისტებს კაპიკებს უხდიდა – ქველმოქმედების გაუფასურება ადვილია, როცა თავად არ გესმის, რას ნიშნავს საკუთარი ფულით ქვეყნისთვის და მომავალი თაობებისთვის რაიმეს გაკეთება 

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში უბრალოდ უკიდურესი უტიფრობაა და კიდევ ერთხელ ამხელს კოლექტიური ,,ნიკა გვარამიების” პოლიტიკურ და ადამიანურ სიბეცეს

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: სხვა ვინ უნდა ამოერჩიეთ სამიზნედ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ნიკა გვარამიას თქმით, თურმე მოგებას ნახულობდა, როდესაც ხელფასებს უხდიდა და აღჭურვილობას ყიდულობდა იმათთვის, ვისაც მაშინ სახელმწიფო ვერ წვდებოდა

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.