პოლიტიკა

Axios-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, საიდუმლო ჩანაწერებში რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზი ტრამპის ტარიფებს და ჯეი დი ვენსს აკრიტიკებს

Axios-ის მიერ მოპოვებული ჩანაწერების მიხედვით, ტეხასელი რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზი, რომელიც 2028 წლის საპრეზიდენტო რბოლას უმიზნებს, კერძო შეხვედრებზე დონორებთან მწვავედ აკრიტიკებდა ვიცე-პრეზიდენტ ვენსს და დასცინოდა პრეზიდენტ ტრამპის სატარიფო პოლიტიკას.

სენატორ კრუზის ჩანაწერები Axios-ს რესპუბლიკელმა წყარომ მიაწოდა. ისინი გაკეთებულია 2025 წლის დასაწყისსა და შუა პერიოდში.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული ჩანაწერები მნიშვნელოვანია, ვინაიდან, კრუზის მიერ გასულ წელს ორ შეხვედრაზე გამოთქმული ეს შენიშვნები, ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ კრიტიკას წარმოადგენს ტრამპისა და ვენსის მიმართ რესპუბლიკელი კოლეგისგან მას შემდეგ, რაც ისინი ერთი წლის წინ მოვიდნენ ხელისუფლებაში.

“თითქმის 10 წუთიანი ჩანაწერები ნათლად აჩვენებს, თუ როგორ პოზიციონირებს კრუზი საკუთარ თავს, როგორც ტრადიციული, თავისუფალი ვაჭრობის მომხრე, ინტერვენციონისტი რესპუბლიკელი 2028 წლის შესაძლო პრაიმერის წინ, ნაკლებად აგრესიული ვენსის წინააღმდეგ.” – წერს Axios.

როგორც გამოცემა იტყობინება, საუბრების დროს კრუზმა ვენსი წარმოაჩინა როგორც კონსერვატორი პოდკასტერის, ტაკერ კარლსონის, მარიონეტი. კრუზს არაერთხელ დაუდანაშაულებია კარლსონი ანტისემიტიზმისა და ანტი-ისრაელური საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერაში მათი ფართოდ გაშუქებული დაპირისპირებების დროს.

მეორე ჩანაწერში კრუზი აფრთხილებს დონორებს, რომ ტრამპის ტარიფებმა შესაძლოა ეკონომიკა გაანადგუროს და მისი იმპიჩმენტიც კი გამოიწვიოს. ის იხსენებს რამდენიმე სენატორთან ერთად პრეზიდენტ ტრამპთან განხორციელებულ სატელეფონო ზარს, როდესაც მოუწოდეს, ტარიფებთან დაკავშირებით, უკან დაეხია.

“კრუზის თქმით, ეს ხანგრძლივი ზარი, რომელიც შუაღამეს გაცდა, „კარგად არ წარიმართა“, ხოლო ტრამპი „ყვიროდა“ და „იგინებოდა“.

„ტრამპი ცუდ ხასიათზე იყო,“ – ეუბნება კრუზი დონორებს. „მქონია საუბრები, როცა ის ძალიან ბედნიერი იყო. ეს მათ შორის არ იყო.“

კრუზის თქმით, მან ტრამპს უთხრა:
„ბატონო პრეზიდენტო, თუ [2026 წლის] ნოემბრამდე მივალთ და ხალხის 401(k)-ები (საპენსიო დანაზოგი) 30%-ით შემცირებული იქნება, ხოლო, სუპერმარკეტებში ფასები 10–20%-ით გაიზრდება, არჩევნების დღეს დამანგრეველ პოლიტიკურ მარცხს, კატასტროფას წავაწყდებით.”

“თქვენ დაკარგავთ წარმომადგენელთა პალატას, დაკარგავთ სენატს და მომდევნო ორ წელს ყოველ კვირას იმპიჩმენტის ბრალდებით გაატარებთ.“

ტრამპის პასუხი, კრუზის თქმით, ასეთი იყო: „ჯანდაბაში წასულხარ, ტედ.“” – აღნიშნულია Axios-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოცემა ასევე წერს, რომ კრუზმა დონორებს უამბო, რომ თეთრ სახლთან „ბრძოლაში“ იყო ინდოეთთან სავაჭრო შეთანხმების მისაღებად. როდესაც დონორი ეკითხება, ვინ ეწინააღმდეგება ასეთ შეთანხმებებს ადმინისტრაციაში, კრუზი ასახელებს თეთრი სახლის ეკონომიკურ მრჩეველს პიტერ ნავაროს, ვენსს და „ზოგჯერ“ თავად ტრამპსაც.

ჩანაწერებში კრუზი არაერთხელ ახსენებს ვენსს, აკავშირებს მას კარლსონთან და ადანაშაულებს პოდკასტერის ანტიინტერვენციონისტული საგარეო პოლიტიკის გატარებაში.

„ტაკერმა შექმნა ჯეი დი. ჯეი დი ტაკერის პროტეჟეა და ისინი ერთი და იგივე არიან,“ – ამბობს კრუზი. 

ჩანაწერში ტედ კრუზი ამტკიცებს იმასაც, რომ ვენსმა და კარლსონმა ხელი შეუწყვეს ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩევლის, მაიკ უოლცის, გათავისუფლებას, რადგან უოლცი მხარს უჭერდა ირანის დაბომბვას – პოზიციას, რომელიც საბოლოოდ ტრამპმაც გაიზიარა.

საიდუმლო ჩანაწერებთან დაკავშირებით, კრუზის პრესსპიკერმა განცხადებაში თქვა, რომ სენატორი არის „პრეზიდენტის უდიდესი მოკავშირე სენატში და ყოველდღე იბრძვის ფრონტის ხაზზე მისი დღის წესრიგის გასატარებლად.

ტაკერ კარლსონმა Axios-ს განუცხადა, რომ მას „არანაირი კავშირი არ ჰქონია“ უოლცის გათავისუფლებასთან ან დევისის დანიშვნასთან.

ტრამპისა და ვენსის წარმომადგენლებმა კი, ამ საკითხზე კომენტარის გაკეთების თხოვნას პასუხი არ გასცეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.