პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა მაგდა მამუკაშვილზე: ადამიანის ტრაგედიაზე დაგეშილი, ყველაფრის მკადრებელი, რომელსაც მუხრუჭი არ აქვს – აქეთ აბრალებს ოპონენტებს იმას, რასაც თვითონ თვალდახუჭული ჩაიდენდა

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ოპოზიციონერი აქტივისტის, მაგდა მამუკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ამ მდგომარეობაში მამუკაშვილის მსგავსი ადამიანების ლიდერობის გამოა, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელი არიან და სხვის ტრაგედიაზე საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის სპეკულირებენ.

როგორც ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს, ოპოზიციონერ აქტივისტს სულ არ აინტერესებს გამოძიება, მთავარია როგორმე დააზიანოს ხელისუფლება, მაგრამ როგორც ყველა მსგავსი მცდელობა, ესეც წყლის ნაყვაა.

„ ეს ერთუჯრედიანი ლიდერად რომ ჰყავს დღევანდელ განულებულ ოპოზიციას, იმიტომ აქვს საქმე კარგად. ადამიანის ტრაგედიაზე დაგეშილი, ყველაფრის მკადრებელი, რომელსაც მუხრუჭი არ აქვს, აქეთ აბრალებს ოპონენტებს იმას, რასაც თვითონ თვალდახუჭული ჩაიდენდა. ამჯერადაც ასე მოხდა, დატრიალდა ტრაგედია, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი საკუთარ ავტომობილში საკუთარი იარაღით გარდაცვლილი იპოვეს, ავტომობილში იპოვეს წერილიც, ეს პირველადი მონაცემია, დანარჩენს გამოძიება დაადგენს, მაგრამ სულ არ აინტერესებს გამოძიება, მთავარია როგორმე დააზიანოს ხელისუფლება, მაგრამ როგორც ყველა მცდელობა ესეც წყლის ნაყვაა, რადგან სიმართლე ერთია და ისიც დღევანდელი ხელისუფლების მხარესაა.“ – წერს ფოჩხუა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.