განცხადება · 168 ნახვა
მაია სანდუზე
„როდესაც ევრობიუროკრატია გაგაზულუქებს, მერე უკვე თავხედდები – ეტყობა გულზე მოხვდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აგრძნობინა, ვინაა და სადაა და ახლა გადაწყვიტა სამაგიეროს გადახდა“
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებას, სადაც სანდუ აღნიშნავს, რომ „რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა”, სოციალურ ქსელში ეხმიანება. ანჯაფარიძის შეფასებით, მოლდოვა რომ თვითკმარი სახელმწიფო იყოს, ხოლო, იქაურ საზოგადოებას ღირსება გააჩნდეს, საკუთარი სახელმწიფოს ლიკვიდაციის მოსურნე პრეზიდენტს მეორე დღესვე “გამოათრევდა რეზიდენციიდან”, მაგრამ რუმინეთის მოქალაქე სანდუს მოლდოვა სახელმწიფოდ არ მიაჩნია.
„ასეა, როდესაც ევრობიუროკრატია გაგაზულუქებს, მერე უკვე თავხედდები და წაუზრდელებაც მოსულა. ეტყობა გულზე მოხვდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აგრძნობინა ვინაა და სადაა და ახლა გადაწყვიტა სამაგიეროს გადახდა. ისე, მოლდოვა რომ თვითკმარი სახელმწიფო იყოს, ხოლო იქაურ საზოგადოებას ღირსება რომ გააჩნდეს, საკუთარი სახელმწიფოს ლიკვიდაციის მოსურნე პრეზიდენტს მეორე დღესვე გამოათრევდა რეზიდენციიდან, მაგრამ რუმინეთის მოქალაქე სანდუს სახელმწიფოდ არ მიაჩნია მოლდოვა რომლის პრეზიდენტადაც ევრობიუროკრატიამ დასვა გაყალბებული არჩევნებით.“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
ზაალ ანჯაფარიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ზაალ ანჯაფარიძე„ღია ტექსტით ხელისუფლების შეცვლის მოწოდება მაღალი რანგის სასულიერო პირისგან სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანაში სიტუაციის კიდევ ერთხელ ადუღების მცდელობა“
- ზაალ ანჯაფარიძე„საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ ხიდაშელის & Co ანტი-ჩინური კამპანია საბოლოოდ ჩავარდა“
- ზაალ ანჯაფარიძე„მათი ტონი შედარებით შერბილებულია და რჩება შთაბეჭდილება, რომ აპირებენ არსებული მდგომარეობა გაყინონ და მომავალ არჩევნებს დაელოდონ“
- ზაალ ანჯაფარიძე„სხვა ვინ უნდა ამოერჩიეთ სამიზნედ, თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ნიკა გვარამიას თქმით, თურმე მოგებას ნახულობდა, როდესაც ხელფასებს უხდიდა და აღჭურვილობას ყიდულობდა იმათთვის, ვისაც მაშინ სახელმწიფო ვერ წვდებოდა“
