ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გასცა ისეთი იარაღის გამოყენების ბრძანება, რომელიც არ შეიძლება გამოყენებული იყოს მასის კონტროლისთვის და რომელიც ევროპის არცერთ ქვეყანაში არ გამოიყენება დღეს 4 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი10°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი12°C
  • ზუგდიდი10°C
  • თელავი9°C
  • გორი8°C
  • ახალციხე8°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური6°C
  • მესტია3°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 7 ნოემბერი
  • USD2.5949−0.0006
  • EUR2.8998−0.0147
  • GBP3.4746−0.0189
  • TRY0.0517−0.0002
  • 100 RUB3.1713−0.0114
  • AZN1.5267−0.0003
  • 1000 AMD7.1981−0.0020
  • 10 UAH0.5723+0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ31 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ23:56
გიორგი სოსიაშვილი

განცხადება · 93 ნახვა

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გავრცელებულ ტყუილზე

„გრანტების მიღებას როდესაც აპირებს ორგანიზაცია, მათ უნდა მიიღონ წინასწარი ნებართვა ხელისუფლებისაგან – რა შუაშია ემიგრანტებისგან ოჯახებისთვის გადმორიცხული თანხა? მაგრამ თავიანთი ბინძური პროპაგანდით ცდილობენ ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“

საერთაშორისო ე.წ. გამჭვირვალობა, რომელიც არის სინამდვილეში აგენტურული ძალების ერთ-ერთი ძირითადი ორგანიზაცია ცდილობს, რომ როგორღაც საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა, “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, “გრანტების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებში პირდაპირ წერია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა მიიღოს წინასწარი ნებართვა ხელისუფლებისგან, ემიგრანტების მიერ ოჯახებში გადმორიცხულ ფულს კი ეს კანონი არ ეხება, თუმცა, ამის მიუხედავად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა” ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

“[კანონში] პირდაპირ წერია, რომ საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას როდესაც აპირებს ესა თუ ის ორგანიზაცია, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ უნდა მიიღონ წინასწარი ნებართვა ხელისუფლებისაგან. რა შუაშია აქ ემიგრანტების მიერ თავიანთი ოჯახებისთვის გადმორიცხული თანხა ან სპორტსმენების დაფინანსება? მაგრამ თავიანთი ბინძური პოლიტიკური პროპაგანდით ცდილობენ ჩვენი საზოგადოების – ახალგაზრდების, სტუდენტების, სპორტსმენების, მეცნიერების, შეცდომაში შეყვანას.” – განაცხადა სოსიაშვილმა. გიორგი სოსიაშვილი ასევე გამოეხმაურა არასამთავრობოების უცხოურ მისამართებზე რეგისტრაციის ფაქტებს და აღნიშნა, რომ აგენტურამ ნამდვილი სახე გამოაჩინა მაშინ, როცა სახელმწიფომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღო. “აგენტურამ თავისი სახე გამოაჩინა მაშინ, როდესაც სახელმწიფომ მიიღო კანონი გამჭვირვალობის შესახებ. როდესაც ადამიანი ებრძვის გამჭვირვალობას, იქ იკვეთება მისი ბუნება. ეს იყო მათი ნამდვილი სახე. მართალი ადამიანი, გამჭვირვალობის წინააღმდეგ, ბუნებრივია, ვერ და არ განეწყობა. რა აქვს დასამალი წესიერ, პატიოსან, მართალ ადამიანს?! “გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებაც ამას ემსახურება, როდესაც ადამიანს უნდა თავისი ბნელი მიზნებისთვის ფულის მიღება და ქვეყანაში არეულობის დატრიალება, ის ვალდებულია, ჰკითხოს ხელისუფლებას, სახელმწიფოს, ამ გრანტების მიღების ნებართვას აძლევს თუ არა. სახელმწიფომ თუ თვალი დახუჭა ამ თანხების შემოდინებაზე და ყველას ნება დართო, თავიანთი ბნელი მიზნებისთვის შემოიტანონ ეს ფული და პოლიტიკური პროპაგანდისთვის, საზოგადოებაზე გარკვეული ზეწოლის მოხდენისა და ადამიანების მოსყიდვისთვის, ჩვენ სახელმწიფო აღარ გვექნება და სუვერენიტეტიც ჩამოიშლება,” – აღნიშნა სოსიაშვილმა.

გიორგი სოსიაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. გიორგი სოსიაშვილი„მივმართავ საზოგადოებას, რომ არ აჰყვნენ სოციალურ ქსელში თავშეფარებულ ვაი-ქართველებს, მაგალითებს იმისას, თუ როგორი არ უნდა იყოს ქართველი კაცი. გავა წლები და მათ სახელებს ვეღარავინ გაიხსენებს, მაგრამ ხალხის მეხსიერებიდან ვერავინ ამოშლის ჩვენს გმირ მეფეებს, რომლებმაც თავიანთი სისხლის, ოფლისა და შრომის ფასად დაიცვეს და შეგვინახეს სამშობლო“
  2. გიორგი სოსიაშვილი„ევროპარლამენტმა რეზოლუციით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომა დაუშვასო. აქამდე ვისთვის დაუშლიათ დოკუმენტური მასალის კვლევა? გეოგრაფიაში რომ საშემოდგომო აქვს გამოყოლილი ზოგიერთ მათგანს, ეს საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ ისტორიაში კიდევ უფრო რთულად ყოფილა საქმე“
  3. გიორგი სოსიაშვილი„დიდი ხანია, ლიბერალი ფაშისტების სამიზნეა ჩვენი ეკლესია, მათ სურვილი ჰქონდათ, ქართველი ხალხისთვის ზნეობრივი, სულიერი ორიენტირი მოეშალათ და არაერთხელ მიიტანეს იერიში პატრიარქზე“
  4. გიორგი სოსიაშვილი„„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ეს დასკვნა თავიდან ბოლომდე სიყალბით არის გაჯერებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“