პოლიტიკა

იაგო ხვიჩია -მასშტაბურად ვერ აუკრძალავ ადამიანებს იმის თქმას, რაც პირზე ადგათ და როცა ხალხს მოუნდება, მთავრობას უთხრას, რომ მას არ აღიარებენ, ამას კანონით ვერავინ დაიცავს

კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საკითხი მაგონებს პატარა ბავშვების ჩხუბს, სადაც ბავშვები ერთმანეთს აჯავრებენ, არა, მე მოგიგე, არა, მე მოგიგეო და შემდეგ მეორე ღიზიანდება, ვინც უფრო ძლიერიაб ის სცემს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ამ მიდგომაში დაახლოებით ასეთ ბავშვურ მიდგომას ხედავს.

„ვფიქრობ, პირიქით, რა მიზნებიც ამ კანონს აქვს, იმის საწინააღმდეგო შედეგს მიიღებს „ქართული ოცნება“, რადგან, საბოლოო ჯამში, მასშტაბურად ვერ აუკრძალავ ადამიანებს იმის თქმას, რაც პირზე ადგათ და როცა ხალხს მოუნდება, მთავრობას უთხრას, რომ მას არ აღიარებენ, ამას კანონით ვერავინ ვერ დაიცავს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, ქართული პოლიტიკური სპექტრის დაშინებაზე მეტად, ეს უფრო საზოგადოების დაშინებას ისახავს მიზნად, ისევე როგორც სხვა ცვლილებები, რომლებიც ამ პაკეტში შედის, მათ შორის, საერთაშორისო დაფინანსების მიღების აკრძალვა.

„გმომდინარე იქიდან, რომ არსებული კანონმდებლობითაც ხელისუფლებას ყველაფრის უფლება აქვს, მოგეხსენებათ, როცა სასამართლო ჯიბეში გიზის, რასაც გინდა, იმას გააკეთებ, მაგრამ ასეთი ტიპის ცვლილებები და ამასთან გამოწვეული ხმაური უკავშირდება იმას, რომ საზოგადოებამ გაიგოს, ჩვენი მკაცრი მთავრობა არ ხუმრობს და ყველას დასჯას აპირებს. მგონია, ეს არის მესიჯი, თორემ ბოლო წლების განმავლობაში რისი უფლება არ ჰქონიათ და არ მიუცია სასამართლოს მათთვის?“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებული დოკუმენტი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს – ეს რეზოლუცია სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევისა და პოლიტიკური შანტაჟის ღია გამოვლინებაა

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს – საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.