პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – ბიზნესიც და ხელისუფლებაც ვერევით ქვეყნის საქმეში, ქვეყნის საქმეა, როდესაც რაღაც პრობლემის იდენტიფიცირება ხდება

ბიზნესიც და ხელისუფლებაც უნდა ჩაერიოს ქვეყნის საქმეში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის საქმე იმ საკითხების იდენტიფიცირებას ეხება, რომლებიც საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს და მათ გადაწყვეტაში ორივე მხარის ჩართულობა აუცილებელია.

“ბიზნესიც და ხელისუფლებაც უნდა ჩაერიოს ქვეყნის საქმეში. ბიზნესიც და ხელისუფლებაც ვერევით ქვეყნის საქმეში. ქვეყნის საქმეა, როდესაც რაღაც პრობლემის იდენტიფიცირება ხდება. ორივე პასუხისმგებლიანი, ასე ვთქვათ, ფრთა, მიმართულება და სფერო ერთად უნდა ჩაერიოს და ეს არ არის მთავრობის ბიზნესში ჩარევა ან ბიზნესის ხელისუფლებაში. ეს ყველაზე კარგად იცის თითოეულმა იმ ბიზნესმენმა, რომელიც დღეს მოღვაწეობს ჩვენს ქვეყანაში – ქართველმა თუ ყველა იმ დიდმა ბიზნესმენმა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ახორციელებს ან აპირებს განახორციელოს ძალიან დიდი ინვესტიციები“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მისი განცხადებით, ბიზნესისა და ხელისუფლების თანამშრომლობა არ გულისხმობს ერთმანეთის საქმიანობაში ჩარევას და მიზნად ისახავს ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებულ ერთობლივ მოქმედებას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე ევროკავშირის მიერ რუსული კომპანიის სანქციების სიიდან ამოღებაზე: ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირება აღარ არის. ეს არის წესების სისტემა, სადაც „სანქცია“ სხვისთვისაა, „გამონაკლისი“ – საკუთარი თავისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საქართველოს ტრადიციულ საზოგადოებას „ევროპულ ღირებულებებს“ უკითხავს ლგბტ აქტივისტი ევროპარლამენტარი ლუკას შიფერი, ხელისუფლებას ეუბნება: „თქვენ მოკვდებით“ და ევროკრატებს ჰგონიათ, რომ ასეთი გზავნილებითა და პერსონაჟებით ქართველთა გულის მოგებას შეძლებენ?

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.