Uncategorized

BBC: ევროსაბჭოს ყოფილ გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს ეპშტეინთან სავარაუდო კავშირების გამო ბრალი წაუყენეს

ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევროსაბჭოს ყოფილი გენერალური მდივანი, ტორბიორნ იაგლანდი ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების გამო „უხეშ კორუფციაში“ დაადანაშაულეს. ინფორმაციას BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრიტანული ტელეარხის ცნობით, იაგლანდს ბრალი მას შემდეგ წაუყენეს, რაც ევროსაბჭომ მას იმუნიტეტი მოუხსნა. ის ბრალს არ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობის მზაობას გამოთქვამს, აცხადებს მისი ადვოკატი.

საქმის მასალების თანახმად, აშშ-ის ხელისუფლების მიერ ეპშტეინის ფაილების გამოქვეყნების შედეგად დადგინდა, რომ ნორვეგიის ყოფილი პრემიერი ეპშტეინის სახლებში პარიზში, ნიუ-იორკსა და პალმ-ბიჩზე ტურებს გეგმავდა. ეს ყველაფერი ხდებოდა მას შემდეგ, რაც ეპშტეინი არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის გამო გაასამართლეს.

სამართალდამცველებმა იაგლანდის სამ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა უკვე ჩაატარეს. მოსალოდნელია, რომ მას მალე დაკითხავენ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე ევროკავშირის მიერ რუსული კომპანიის სანქციების სიიდან ამოღებაზე: ასეთი პოლიტიკა პრინციპულობის დემონსტრირება აღარ არის. ეს არის წესების სისტემა, სადაც „სანქცია“ სხვისთვისაა, „გამონაკლისი“ – საკუთარი თავისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საქართველოს ტრადიციულ საზოგადოებას „ევროპულ ღირებულებებს“ უკითხავს ლგბტ აქტივისტი ევროპარლამენტარი ლუკას შიფერი, ხელისუფლებას ეუბნება: „თქვენ მოკვდებით“ და ევროკრატებს ჰგონიათ, რომ ასეთი გზავნილებითა და პერსონაჟებით ქართველთა გულის მოგებას შეძლებენ?

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.