პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: მთავარია, ახალგაზრდამ იცოდეს, სადაა მოთხოვნა. კარგად ვიცით, ბაზარზე არაა იურისტსა და ეკონომისტზე მოთხოვნა, მაგრამ გვაქვს აგრონომიის, გეოლოგიისა და სხვა ტექნიკური მიმართულებების სპეციალისტების ნაკლებობა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან ისაუბრა განათლების რეფორმაზე. დეპუტატმა თქვა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აქციები უსაფუძვლოა. მან ხაზი გაუსვა, პედაგოგიური მიმართულების მნიშვნელობას და აღნიშნა ისიც, რომ ბაზარზე სერიოზული მოთხოვნაა ტექნიკური მიმართულებების სპეციალისტებზე: „აგრონომის, ვეტერინარისა და სხვა ძალიან ბევრ პროფესიაზე მაღალი მოთხოვნაა და ანაზღაურებაც დიდია. ჩვენ ვსაუბრობთ ფერმერობის განვითარებაზე. ამ ფერმერებს ვეტერინარი ხომ სჭირდებათ, ათასობით ჰექტარი მიწის დამუშავებაში ხომ აგრონომია საჭირო“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი სიტყვებით, განათლების რეფორმა ეტაპობრივად აღმოფხვრის ბაზარზე არსებულ ხარვეზებს, პროფესიებზე მოთხოვნასთან დაკავშირებით.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აქციებს არ აქვს არანაირი საფუძველი. ხომ ყველამ კარგად ვიცით, რის ბაზაზე შეიქმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი? ის შეიქმნა პედაგოგიური ინსტიტუტის, უცხო ენების ინსტიტუტისა და ფიზკულტურის ინსტიტუტის ბაზაზე. როცა ჩვენ ვსაუბრობთ, თუ რა კავშირშია ქიმიის ფაკულტეტი იურიდიულ ფაკულტეტთან, იგივე შეგვიძლია ვთქვათ პედაგოგიურ ინსტიტუტსა და ფიზკულტურის ინსტიტუტზე. პედაგოგიური უმაღლესი სასწავლებელი კი ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარი იმაზეა, რომ განათლების რეფორმა საჭირო იყო. ამას თავად ნაციონალური მოძრაობაც ამბობდა წლების განავლობაში და საყვედურობდა კიდეც ხელისუფლებას განათლების სისტემაში არსებული პრობლემების გამო. როცა ჩვენ, „ხალხის ძალამ“ შევისწავლეთ განათლების რეფორმის ძირეული საკითხები, რა თქმა უნდა, გვქონდა კითხვები. მათ ნაწილზე პასუხები მივიღეთ, გარკვეულმა პასუხებმა კი არ დაგვაკმაყოფილეს, მაგრამ გაგრძელდა კონსულტაციები და ის შედეგი დადგა, რაც ვნახეთ.

მთავარი ისაა, ახალგაზრდამ იცოდეს, სადაა მოთხოვნა. კარგად ვიცით, ბაზარზე რომ გახვიდე, არაა იურისტსა და ეკონომისტზე მოთხოვნა, მაგრამ გვაქვს აგრონომიის, გეოლოგიისა და სხვა ტექნიკური მიმართულებების სპეციალისტების ნაკლებობა. როდესაც ახალგაზრდა ხედავს, რომ ბაზარზე მაღალი კონკურენციაა და იურისტი, ეკონომისტი აღარაა საჭირო, იღებს გადაწყვეტილებას, წავიდეს კოლეჯში წელიწადნახევრით ან ორი წლით. აგრონომის, ვეტერინარისა და სხვა ძალიან ბევრ პროფესიაზე მაღალი მოთხოვნაა და ანაზღაურებაც დიდია. ჩვენ ვსაუბრობთ ფერმერობის განვითარებაზე. ამ ფერმერებს ვეტერინარი ხომ სჭირდებათ, ათასობით ჰექტარი მიწის დამუშავებაში ხომ აგრონომია საჭირო. ასე რომ, აღარ იქნება აუცილებელი, ყველამ ან ყველა მეორემ უმაღლესი უნივერსიტეტი რომ დაამთავროს და მერე ეძებოს სამსახური. ეს შედეგი კი დადგება ნელ-ნელა, სწორედ ამ რეფორმების შედეგად“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.