პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც დიდი გარიგების (მსოფლიოს ახალ გავლენის სფეროებად გადანაწილება) ერთ-ერთი წამყვანი ვიოლინო, თუ არა დირიჟორი, იქნება აშშ-ს ახლანდელი ადმინისტრაცია, მასთან პირიქით, რაც შეიძლება მეტი კონტაქტი უნდა გვქონდეს

საქართველო-აშშ-ს ურთიერთობების მეტ-ნაკლებად გააქტიურებაზე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შექმნილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა „ხალხიხ ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საჭიროა მეტი სიბრძნე და სიდინჯე. დავით ქართველიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებია, სხვა გიგანტებთან ერთად, ის ქვეყანა, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს მომავალს.

„როდესაც ხელისუფლება, პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სუს-ის ხელმძღვანელი ცდილობენ ფორმალური თუ არაფორმალური სამუშაო კონტაქტები დაამყარონ თავის კოლეგებთან (სუს-ის ხელმძღვანელი სპეცსამსახურების ხაზით, პრეზიდენტი ყაველაშვილი ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან კომუნიკაციის სახით), ამაზეც ისმის ისტერიული წამოძახილები, რომ საკმარისია, შევეშვათ ამერიკელებთან მეგობრობას, ჩავიდეთ მოსკოვში და იქ რაღაცები დავიწყოთ – გავხსნათ რკინიგზა და ა.შ. მაშინ, როდესაც იმ დიდი გარიგების ერთ-ერთი წამყვანი ვიოლინო, თუ არა დირიჟორი, იქნება აშშ-ს ახლანდელი ადმინისტრაცია, რომელთანაც პირიქით, რაც შეიძლება მეტი კონტაქტი უნდა გვქონდეს, იმიტომ, რომ ამაზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი ბედი, რომელსაც გადაწყვეტენ ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და დიდი ალბათობით, ჩინეთიც. ეს მეტიჩრობა და სულსწრაფობა ქართულ პოლიტიკურ წრეებში (ამ თვისებებს ვერ ვიტან), როდესაც ყველა უცებ ხდება პოლიტოლოგი, ვირუსოლოგი, იმუნოლოგი, არაბოლოგი და ა.შ. უნდა ჩაანაცვლოს მეტმა სიბრძნემ – თითოეული სიტყვა უნდა გაიზომოს. ენაზე კბილის დაჭერა არის ძალიან დიდი ხელოვნება და ამიტომ, შეეშვით კომენტარებს. ძალიან სწორად იქცევა ჩვენი ხელისუფლება – რუსეთმაც იცის ეს და ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.