პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: დეპარტამენტი უხელმძღვანელებს ძალისხმევას, რათა შეწყდეს ძვირადღირებული და არაეფექტური სამშვიდობო და სპეციალური პოლიტიკური მისიები მთელ მსოფლიოში

ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ გაეროს 2030 წლის დღის წესრიგს და მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs), რომელიც ხელს უწყობს რბილი გლობალური მმართველობის პროგრამას, რაც, თავის მხრივ, შეუსაბამოა აშშ-ის სუვერენიტეტთან და ეწინააღმდეგება ამერიკელების უფლებებსა და ინტერესებს,  –  ვკითხულობთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ სტრატეგიული გეგმის დოკუმენტში, რომელიც 2026-2030 წლებს ეხება.

დოკუმენტის თანახმად, აშშ ეცდება დაბლოკოს ისეთი რეზოლუციები, რომლებიც ამერიკის ან მისი მოკავშირეების ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ის ძალისხმევას მიმართავს ძვირადღირებული და არაეფექტური სამშვიდობო მისიების შეწყვეტისკენ.

„ჩვენ ვეცდებით დავბლოკოთ რეზოლუციები, რომლებიც ძირს უთხრის აშშ-ის ან ჩვენი მოკავშირეების ინტერესებს, შევაჩერებთ ან დავსახავთ პირობებს დავაწესებთ დაფინანსებაზე რეფორმების ხელშეწყობის მიზნით და ხელს შევუწყობთ აშშ-ის ხელმძღვანელობით სამშვიდობო პროცესებს. 

გარდა ამისა, დეპარტამენტი უხელმძღვანელებს ძალისხმევას, რათა შეწყდეს ძვირადღირებული და არაეფექტური სამშვიდობო და სპეციალური პოლიტიკური მისიები მთელ მსოფლიოში. 

საერთაშორისო ორგანოების განცხადებებს, რომლებიც არ შეესაბამება აშშ-ის სუვერენულ კანონმდებლობას, არ შეუძლიათ და ვერ შეგვიზღუდავენ გადაწყვეტილებების მიღებას. ჩვენ მკაცრად ვუპასუხებთ, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებული დიპლომატიური და ეკონომიკური ინსტრუმენტების სრულ სპექტრს,  ასეთი მცდელობების წინააღმდეგ.“ – ნათქვამია სტრატეგიულ გაგმაში. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელი ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საჯაროდ და საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და 100-ზე მეტ წყაროს, რომელიც სარჩელში უშუალოდ არის მითითებული

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პუტინის გუშინდელი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად რწმუნდებიან, რომ პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად უშუალოდ კრემლთან ურთიერთობა აუცილებელია – პოლიტიკური კონიუნქტურა იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე მათ ამის საჯაროდ აღიარება სურთ

Uncategorized

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილება დაარღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება – კონსტიტუციის საწინააღმდეგო პარტიების აკრძალვაში ევროპული წესრიგისთვის უჩვეულო არაფერია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.